მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წმ. მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.06.2011 5 კომენტარი | 7,072 ნახვა

ტვერის მთავრის, წმიდა მოწამე მიქაელის სახელობის ტაძარი აღმართულია თბილისში წმიდა მთაზე, ანუ მთაწმინდაზე.
მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესია ტაძარი აშენდა 1911-1913 წლებში იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ძმის, დიდი თავადის – მიხეილ რომანოვის ინიციატივით.

ორიგინალური არქიტექტურით გამორჩეული ეკლესიის არსებობა თბილისში და თანაც მთაწმინდაზე შემთხვევითი არ არის. ტაძრის წმიდანი – მიქაელ ტვერელი აღიარებულია კავკასიის მფარველ წმიდანად, ხოლო თბილისი იყო და რჩება კავკასიის ცენტრად. აღსანიშნავია ისიც, რომ წმიდა მიქაელი, როგორც მართლმადიდებელი გვირგვინოსანი, თავისი ხალხისა და ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის მოწამე, ნათელი განმეორებაა საქართველოს მეფის დემეტრე II თავდადებულისა. ეს ორი გვირგვინოსანი მოწამეობრივად მონღოლთა ურდოში აღესრულა და მათ 29 წელი აშორებთ ერთმანეთს.

უფლის მადლით, ეს ტაძარი იმითაც არის გამორჩეული, რომ მისი აღმშენებლობიდან დღემდე არ შეწყვეტილა ღმრთისმსახურება.
ტვერელი
ისტორიიდან აღსანიშნავია ერთი ტრაგიკული ამბავი, რომელიც უკავშირდება ამ ტაძარს:

50-იანი წლების დასასრულს (1958 წელს), თბილისის დაარსებიდან 1500 წლისთავის აღსანიშნად, ფუნიკულიორზე გადაწყდა გაეყვანათ საბაგირო გზა, რომლის ხაზი გადიოდა ეკლესიის თავზე და სამგზავრო ვაგონი მოძრაობისას სულ მცირე მანძილით სცილდებოდა ტაძრის წმიდა საკურთხეველს.ტვერელის ეკლესია ერთ-ერთი გადმოცემით, ასეთი მკრეხელური გეგმის განხორციელების წინააღმდეგ ხმა აიმაღლა მაშინდელმა ტაძრის წინამძღვარმა (როგორც ჩანს – მღვდელმა ალექსანდრე რომანოვსკიმ) და გააფრთხილა ამ საქმის მოქმედნი შემდგომში მოსალოდნელი უბედურების შესახებ, რაც მრავალი წლის შემდეგ დატრიალდა: გაწყდა სამუხრუჭე ტროსი, რის შედეგადაც საშინელი სისწრაფით დაქანებულმა ვაგონმა დაანგრია რამოდენიმე სახლი მთაწმინდაზე, რასაც მოჰყვა მაცხოვრებელთა და ვაგონში მყოფ ადამიანთა მსხვერპლი…

2013 წელს შესრულდება 100 წელი ეკლესიის აშენებიდან და კურთხევიდან.

ამასთან დაკავშირებით ტაძარი და მისი შემოგარენი საჭიროებს შემდეგ სამუშაოებს: გუმბათის შეკეთებას, კანკელის აღდგენა-რესტავრაციას, ბაპტისტერიუმისა და წესების შესასრულებელი პორტალის მშენებლობას, ინტერიერის მოხატვასა და სადრენაჟო სამუშაოებს, რის გამოც ტაძარი დახმარებას საჭიროებს.

წმიდა მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ალექსანდრე ჩახვაშვილი გახლავთ.

ქეთი ჭელიძე

ფოტო ნინო ჩალაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • სოფო says:

    როგორ მიყვარს ტვერელი <3

  • ხათო says:

    ტვერელის ეკლესია უფლის სახლი და ჩემი დიდი ოჯახი იყო 18 წლის განმავლობაში, როდესაც ტვერელის წინამძღვარი მამა ზურაბ ანთელიძე (ამჟამად ბერი ბასილი)იყო.სამწუხაროდ ეს ოჯახი დაიშალა,არადა ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მე სხვა ეკლესიაში ვივლიდი ოდესმე.ღმერთის სახლია ყველა მაგრამ “ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია” მეგონა ჩემთვის ტვერელი.მაგრამ ტვერელის ხსენება და ჩემში 18 წლის ღვაწლი და ძალა შემოდის და მაძლიარებს კვლავ დიდება უფალს ამინ

  • ლაშა says:

    ეს ჩემი საყვარელი ტაძარია ახლაც ამ ტაძრის მრევლი ვარ ჩემი წინამძღვარია მამა ალექსანდრე ჩახვაშვილი მე ვერსად ვერ ვისმენ წირვა-ლოცვას ისე კარგად როცა ამ ტაძარში აქ განსაკუთრუბელ ღვაწლში ვარ მართალია ყველა ეკლესია ღმერთის სახლი არისო მაგრამ მე მაინც ჩემი ტვერელის ეკლესია მირჩევნია

  • ტვერელის სახელობის ტაძარი არის რუსულ – გერმანული იმპერიის საყრდენი საქართველოში და მთელს კავკასიაში.ეს ტაძარი გადაკეთდება ქართულად,მოეხსნება ხახვისთავიანი რუსულ – მონგოლურ– აზიური გუმბათი და დაედგმება ქართული გუმბათი . შიგა სივრცე გახდება ქართული და ტვერელი მოწამე კი თავისი ბარგი – ბარხანით , ეკლესიის სრული აღჭურვილობით გადაბრძანდება მის სტეპში . და დამავრდა ღვთისმშობლის წილხვედრში ატასნაირი კუდამოძუებული ხერხით ფესვის გადგმის მცდელობა რუსის კაციჭამია , დამპყრობელი და ფიცისგამტეხი , კახპა მოდგმიდან.მისი რუსი მღვდელმსახურნი ასევე გადასვენებულნი იქნებიან რუსულ სტეპში . და დროა ხაბაკი აკრიფოთ . და საპატრიარქოდანაც დავყრით რუსულ – დასავლურ ძალებს . მოგიყვანტ შინაურ და გარეულ მტერს ჭკუაზე . და რომანოვების პილწ სახლს აბასთუმნიდან , ლიკანიდან , ბორჯომიდან დავშლით და გამოგიგზავნით . ერთი აგური არ დააკლდება . თქვენს სასაფლაოებიდან მიცვალებულებს ამოვიღებ და გამოგიგზავნით უნაკლოდ . თქვენგან განსხვავებით , აფხაზეთიდან რომ მკვდრებს იღებდიტ და ზღვაში ჰყრიდნით და სამხედრო ბანაკებს აგებდიტ მათ ადგილას , ასევე სამაჩაბლოში . ვაი თქვენი ბრალი . გამომივიდა ერთმორწმუნე ძმა და საქართველოს მცველი ეს უკეთური და წყეული მოდგმა .

  • ადა მემარნიშვილი says:

    მიყვარს მიქაელ ტვერელის ეკლესია ახალგაზრდობასთან არის დაკავშირებული

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი