მთავარი » ქრისტიანობა

წმ. მარტინ ტუროველი (+1150)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.09.2022 | 229 ნახვა

ხსენება – ახ. სტილით 10 ივლისი

ნეტარი მარტინ ტუროველი მზარეულად მსახურობდა ტუროვის ეპისკოპოსებთან სიმონეონთან, ეგნატესთან, იოაკიმესთან, გიორგისთან. ბოლო ეპისკოპოსმა მარტინი სიბერის გამო მზარეულის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მარტინს არ სურდა მონასტერთან გამოთხოვება. ეპისკოპოსები ტუროვის წმინდა ბორისისა და გლების სახელობის მონასტერში ცხოვრობდნენ. ყოფილი მზარეული ბერად აღიკვეცა და მონასტერში დარჩა.

მოხუცი ხშირად ავადმყოფობდა. ერთხელ ტკივილისაგან ყვიროდა და საშველად წმინდა ბორისს და გლებს უხმობდა. მესამე დღეს მას გამოეცხადნენ წმინდა თავადები, მისცეს სნეულ მოხუცს დასალევად წყალი და განკურნეს. ამ სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ წმინდა მარტინ ტუროველმა კიდევ ერთი წელი იცოცხლა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი