მთავარი » ქრისტიანობა

წმ. მამა გაბრიელის წმ. ნაწილები სამებიდან სამთავროს მონასტერში გადააბრძანეს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.04.2014 | 3,161 ნახვა

წმ. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძრიდან სამთავროს დედათა მონასტერში გადააბრძანეს, სადაც ის მოღვაწეობდა.

ადგილზე სასულიერო პირები და მომლოცველები იმყოფებიან.

მამა გაბრიელის ხატი

შეგახსენებთ, წმინდანის საფლავი 22 თებერვალს გახსნეს. ღირსი მამის ნეშტი სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ტაძარში გადაასვენეს, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ამის შემდეგ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს ფერიცვალების ტაძრიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც მოგვიანებით უწმინდესი მიბრძანდა, რომელმაც წმინდა ნაწილები მოილოცა. სიწმინდის მოლოცვის საშუალება სვეტიცხოველში მრევლსაც ჰქონდა.

მამა გაბრიელის ნეშტი სამებაში 24 თებერვლიდან იყო დასვენებული და ამ დროის განმავლობაში ყველა მსურველს წმინდა ნაწილების მოლოცვის საშულება ჰქონდა.

საპატრიარქოს ცნობით, წმინდანის ნაწილებს სამების ტაძარში დღე-ღამეში 70 ათასამდე ადამიანი მოილოცავდა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი