წმ. იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის რუსული ეკლესია
წმ. იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის რუსული ეკლესია ლ. ქიაჩელის ქუჩის ბოლოს, ლურჯი მონასტრისგან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. იგი კავკასიის მეფისნაცვლის – გოლიცინის დაკვეთით აიგო 1898-1901 წლებში. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ადგილას მდგარა VII საუკუნეში დაარსებული წმ. იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის მონასტრის მთავარი ტაძარი.
ეკლესია მცხეთა-თბილისის საეპარქიოს ეკუთვნოდა, თუმცა წირვა-ლოცვა რუსულად აღევლინებოდა. დღეს ღმრთისმსახურება ქართულად ტარდება.
ნაგებობა აგურითაა ნაშენი და გარედან თეთრად შებათქაშებული (ეკლესიის შეთეთრების ტრადიცია რუსეთში XVIII საუკუნიდან იღებს სათავეს). ტაძარს ოთხი შესასვლელი აქვს, რომლებიც გრძივი კედლების აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს სიმეტრიულად, ერთმანეთის საპირისპიროდაა გაჭრილი. ამათგან მოქმედი დასავლეთით მოცემული კარებია.
ინტერიერი სადაა. აქ ერთმანეთს კედლების თეთრი და ცისფერი ბათქაში ენაცვლება. ეს უკანასკნელი აბსიდს, სფერულ გუმბათსა და თაღებს გამოყოფს. საკურთხევლის წინ აღმართული ოქროსფრად მოვარაყებული იკონოსტასი მკვეთრ ფერადოვან აქცენტად აღიქმება.
ჩრდილოეთის მკლავის აღმოსავლეთით ხის პატრონიკეა მოწყობილი, რომლისკენაც ამავე მხარეს, კედლის სისქეში დატანებული ქვის კიბე მიემართება.
სივრცე კონცენტრირებულია ფართო სფერული გუმბათის ქვეშ. ეს უკანასკნელი აბსიდისა და გრძივი კედლის შვერილებს ეყრდნობა.
ფასადები მუზარადისებრი თაღებით, წყობით გამოყვანილი წრეებით, ლილვებით, ნახევარსვეტებით, ზაკომარებითაა დანაწევრებული. მუდმივად ცვალებადი ფორმები და ელემენტთა სიმრავლე ნაგებობას სხვადასხვა რაკურსიდან განსხვავებულად აღქმადს ხდის და დინამიურ რიტმს წარმოშობს.
ეკლესიას აღმოსავლეთით ვიწრო ყელზე აღმართული ცენტრალური და მის გარშემო განლაგებული ოთხი ცრუ გუმბათი ამშვენებს.
დასავლეთის მკლავზე მაღალი სამრეკლოა დაშენებული, რომელიც კონუსური სახურავითა და მცირე “ხახვისებრი თავით” გვირგვინდება.
წმ. იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში დაცულია გენერალ-ლეიტენანტ ლეონიდ ტელიაკოვსკის მიერ ტაძრისთვის შეწირული მაცხოვრის საფლავის ქვის ნატეხი.
ტაძარში მსახურობენ:
ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ადამ ახალაძე;
დეკანოზი ლეონტი ჟვანია;
დეკანოზი გიორგი სხირტლაძე;
მღვდელი კონსტანტინე გიორგაძე.
ქეთი ჭელიძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
გამიხარდა ამ სტატიის ნახვა..ალბათ უფრო იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი მამები:მამა ლეონტი და მამა ფილარეტი(რომელიც რაღაცატომ არაა ნახსენები,იმედია არ ვცდები) მსახურობენ.ღმერთს მადლობა ამ დიდი წყალობისათვის მათ და მათნაირი დიდი მამების მხრებზეა დღეს ჩვენი ქვეყანა და თითოეული ადამიანი…
გამარჯობათ
როგორც ნინომ აღნიშნა, მეც ძალიან გამიხარდა, რომ ვნახე ეს სტატია. მე თვითონ ამ ტაძრის მრევლი ვარ, მამა გიორგი არის ჩემი მოძღვარი. ყველა მამაო რომლებიც ამ ტაძარში მსახურობენ, არაჩვეულებრივები, სიტბოს და სიყვარულის გადმომცემები არიან ყველა ადამიანისთვის.
ზურა კაპანაძე
ძალიან მადლიანი ტაძარია მეც მაგ ტაძრის მრევლი ვარ,მადლობა ღმერთს , წირვა ტარდება რუსულად ,ქართულად და რუსულ -ქართულად .წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ფარავდეს სრულიად საქართველოს
გამიხარდა ამ ტაძრის მრევლი რომ ხართ.ღმერთისგან ნამდვილად დიდი წყალობაა ასეთი დიდი მამების გვერდით ყოფნა…ერთ თვეზე მეტია რაც იქ დავდივარ.მამა ლეონტისა და ფილარეტზე მამა გიორგის წიგნებიდან გავიგე…გმერტმა ამრავლოს წმინდა მამები საქართველოში..გაგაძლიეროთ ღმერთმა ყველა კეთილ საქმეში
ჩემთვის ყველაზე საყვარელი და მადლის მომცემი ტაძარია. იოანე ღვთისმეტყველი ხომ სიყვარულის მოციქულია.და თუ გულით ეცდები ამ სიყვარულს ამ ტაძარში მართლა იგრძნობ. მეც მამა გიორგის მრევლი ვარ.და იცით ეს რა ბედნიერებაა.მადლობა ღმერთს რომ ასეთი თბილი, მოსიყვარულე, გულთამხილველი და გონიერი მოძღვარი მარგუნა.
ღმეღო მოგვხედე შენ ახლად გაღვიძებულ შვილებს და გააგვიმრავლე ,,ნამდვილი მოძღვრები,რომ ისინი გვხდებოდნენ ყველა ტაძარში და თვითონვე დაეძებდნენ ჩვენ სულებს გადასარჩენად და არ დარჩენილიყოს არცერთი ქართველი სამშობლოში თუ მის გარეთ მათი მადლის გარეშე…ემიგრანტი ქართველების გამოფხიზლება მამა გიორგი ბასილაძის წიგნებით მოხდა.ეს პირადად ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო,იმედი სითბო,ქართველობის განცდის სიამაყე რწმენა—ყველაფერი ერთად დამეუფლა…უფალს ვთხოვ მაღირსოს მისი ნახვა.ბედნიერებაა სამშობლოში ყოფნა ასეთ დროს…საყვარელო დანნო და ძმანნო ილოცეთ ჩვენთვის…ღმერთმა გაგვაძლიეროს ჩვენ საყვარელ მოძღვრებთან ერთად!!!
ღმერთო დაიფარე სრულიად საქართველო!
ჩემდა სამარცხვინოდ წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ მოულოდნელი სიხარულის ხატი მაქვს სახლში და დაუჯდომელსაც ვკითხულობ. მინდა იცოდეთ რომ, როცა გასაჭირის დროს ამ ხატთან ვილოცებ, ყოველთვის მეხმარება. სხვებისგანაც ბევრჯერ მსმენია მოულოდნელი სიხარულის ხატს რომ ბევრი სასწაული მოუხდენია. უფალი გფარავდეთ ყველას!
ძალიან დიდი მადლის მატარებელი ტაძარია და მამები, რომლებიც იქ მსახურობენ, ნამდვილად დიდი მამები არიან. მე პირადად მამა ფილარეტთან ვარ ნამყოფი რამოდენიმეჯერ და ვიცი რა მადლის მატარებელიცაა. არქიმადიტი ადამი და დეკანოზი გიორგი ძალიან განსწავლული მამები არიან და საერთოდ დიდი სიყვარული ტრიალებს ამ ტაძარში იოანე ღვთისმეტყველის ძალით და მადლით! ყველას შეგვეწიოს!
მეც გამიხარდა,დაუვიწყარია ცემტვის ამ დიდი მამების სიტბო და სიყვარული,განსაკუტრებიტ ცჰემი მამა ლეონტი სულ მეხმარებოდა, მოზგვარიც იყო და მამაც,მისი წყალობიტ 20 წელი ვიმსახურე ამ საოცრად მადლიან ტაზარსი.მამა პავლეც ზალიან მიყვარდა,მისი სიტბო და ყურადგება დგემდე მახსოვს,მენატრება აქაურობა-მამაოები,,ისევ მატი წმინდა ლოცვები მაზლებინებს (სასჰინელებაა იყო ემიგრანტი},,ცჰვენტან არს გმერტი”
მამა გიორგი სხირტლაძე ძალიან საყვარელი მამაო … ყველა მამაო, იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის კარგია, მაგრამ მამა გიორგი სხირტლაძე ჩემთვის და არამარტო ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელია! უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს მუდამ!
erTaderTi tdzaria saqatveloshi sadac 2 stareci msaxurobs
ძალიან გამიხარდა ამ სტატიის ნახვა. დეკანოზი კონსტანტინე ჩემი მოძღვარია უკვე ცხრა წელია. მანამდე ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი იყო. მეც ამ ტაძრის მრევლი ვიყავი. თუმცა წმ.იოანე ღვთიმეტყეველის ტაძარში ჩვენ როგორც სულიერი შვილი და მოძღვარი უფრო დავახლოვდით… ძალიან მიყვარს ეს ეკლესია და ყველა აქ მოღვაწე ხალხი. წმ. იოანე ღვთისმეტყველი იყოს ამ დიდი ადამიანების მფარველი.
გუშინ, 27 ოქტომბერს იყო ჩემი სულიერი მოძღვრის, მამა კონსტანტინე გიორგაძის დაბადების დღე. უფალმა ჯანმრთელობა არ მოაკლოს, დიდხანს იცოცხლოს და გაახაროს.
მაინტერესებს როგორ და როდის შეიძლება მამა ლეონტისთან შეხვედრა და გასაუბრება? ძალიან ძალიან მჭირდება, გმადლობთ წინასწარ.
dacvrilebit damiceret ra am eklesiis misamart..gtxovt
Gtxovt iqneb mitxrat vinmem wirvebi rodis tardeba?? Ase mitxres shabats 12 saatze ariso da ertxel mivedi da daketili damxvda tadzari. Dzalian minda viaro da iqneb mitxras vinmem rodis aris wirvebi
კვირას ტარდება წირვა, შაბათს საღამოს ლოცვა ისე როგორც ყველა ტაძარში.
თუ შეგიძლიათ ამიხსნათ სად არის ეს კლესია?? დაწვრილებით.გმადლობთ
წმ. იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის რუსული ეკლესია თბილისში, ლ. ქიაჩელის ქუჩის ბოლოში, ლურჯი მონასტრისგან რამოდენიმე მეტრში დგას.
Rusuli bibliis shedzrna minda da sad sheidzleba yidva.
mec am tadzris mrevli var,ukve 30 weli mama kostantine chemi modzgvaria ,mrevlshic iseti sitbo trialebs ,rusebi,qartvelebi,da berdznebic ki loculoben ,