მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წმ. გიორგის სახელობის ეკლესია-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – სოფელი მსხალდიდი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.11.2018 | 95 ნახვა

მსხალდიდი მცხეთის მუნიციპალილეტში, სოფელ მსხალდიდში XIX ს-ის წმ.გიორგის სახელობის ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა (19 სექტემბერი, 2018 წ.).

ეკლესია დარბაზული ტიპისაა .ნაგებია აგურის სწორხაზოვანი წყობით. ადგილ-ადგილ იკითხება ქვიშაქვის ცოკოლი. აღმოსავლეთიდან აქვს ნახევარწრიული შვერილი აფსიდი. შესასვლელი კარი გაჭრილია დასავლეთიდან და სამხრეთიდან. სამხრეთის კარის გადახურვა როგორც გარედან, ასევე შიგნიდან ბრტყელი თაღის ფორმისაა და აგურითაა გადაყვანილი. დასავლეთი კარი კი ორივე მხრიდან ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული. დიდი ზომის, პარალელურგვერდებიანი თაღოვანი სარკმლები განთავსებულია: ორი ჩრდილოეთით, ერთი სამხრეთით და ორი აღმოსავლეთით. ტაძარს დასავლეთიდან მიშენებული აქვს გეგმით სწორკუთხა კარიბჭე (4,29×2,92), მისი დასავლეთი კარი ორივე მხრიდან თაღოვანია. ჩრდილოეთითა და სამხრეთით გაჭრილი აქვს თითო თაღოვანი სარკმელი. კარიბჭის დასავლეთით, კარის მარცხნივ კვადრატული ფორმის სახატე ნიშაა. ეკლესიას მთლიანად შემოუყვება “ხერხულა” კარნიზი. გადახურულია კრამიტით. ნახევარწრიულ აფსიდს შეისრულთაღოვანი კონქი აქვს, საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილში გაჭრილია სწორკუთხა ნიში. თითო თაღოვანი ნიშია აფსიდის მხრებშიც. დარბაზის გრძივი კედლები გაყოფილია მასიური პილასტრით, რომელსაც შეისრული საბჯენი თაღი ეყრდნობა.

ეკლესიას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.