მთავარი » ქრისტიანობა

რატომ არის ქართველი ერისთვის წმ.გიორგი განსაკუთრებული წმინდანი?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.11.2019 | 797 ნახვა

საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ და მას ოდითგანვე დიდ პატივს მიაგებდნენ. ეს XVIII საუკუნის ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებიდანაც ჩანს: “არა არს საქართველოში არცა მთანი და არცა მაღალნი ბორცვნი სადაცა არ იყოს ტაძარნი ანუ ნიშანი წმიდისა გივარგისანი”.

წმ.გიორგი მესამე საუკუნეში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ კი იმპერატორს განუდგა.

წმინდანს 30 წლის ასაკში თავი მოკვეთეს. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.

„წმინდა გიორგი განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. ძველ დროს არ იყო ისეთი სოფელი, ისეთი ქალაქი, რომ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი არ ყოფილიყო. წმინდა გიორგი არის მფარველი საქართველოსი და საქართველო გრძნობს ამას…

წმინდა გიორგი ხშირად იხატება დიოკლეტიანესთან ერთად. დიოკლეტიანეს მხედართმთავარი იყო წმინდა გიორგი. არის ისეთი აზრი, რომ დიოკლეტიანეს მიაჩნდა ტახტის მემკვიდრედ წმინდა გიორგი, მაგრამ რომ გაიგო, რომ ის ქრისტიანია და უარყო კერპთაყვანისმცემლობა, იწყო მისი წამება. როცა აწამებდნენ წმინდა გიორგის და იცლებოდა სისხლით, მას მოესმა მაცხოვრის სიტყვები: ,,გიორგი, ნუ გეშინია, მე შენთანა ვარ!“ და აი, ჩვენც ასეთი რწმენით, ასეთი სიყვარულით ვხმობთ: წმინდა გიორგი ჩვენთანაა.
ბედნიერია ჩვენი ერი, რომელსაც მფარველობს წმინდა გიორგი.“
– უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე

“ამბიონის” რედაქცია გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს!




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი