მთავარი » ქრისტიანობა

წმ. დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.12.2021 | 1,701 ნახვა

გილოცავ ამ დიდებული წმინდანის ხსენებას! ქალწულმოწამე ბარბარე გფარავდეთ და გეწეოდეთ ქრისტესკენ სავალ გზაზე.

305 – 311 წლებში, იმპერატორ მაქსიმიანეს დროს წამებულ ბარბარეს წმინდა ნეშტი თავდაპირველად ღმრთისმოსავმა ვალენტიანემ დაკრძალა ქალაქ ილიოპოლისში შესაფერისი პატივით, მოგვიანებით იმ ადგილას ეკლესია აიგო. VI ს-ში წმინდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენეს; XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენოსის (1081-1118) ქალიშვილმა – ბარბარემ კიევის დიდ მთავართან სვიატოპოლკ II იზიასლავოვიჩთან (წმინდა ნათლისღებით მიხეილი – მიქაელ სვიატოპოლი) ქორწინების შემდეგ, ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. 1644 წელს კიევის მიტროპოლიტმა პეტრე მოგილამ დიდმოწამის თითის ნაწილი მიართვა პოლონეთის სამეფოს კანცლერს გიორგი ოსოლინსკს, ამავე დროს წმინდანის მარცხენა ხელი, დიდიხნის განმავლობაში იმყოფებოდა რა საბერძნეთში, გადაიტანეს პოლონეთის ქალაქ ლუცკში და დააბრძანეს მონასტრის „ჯვართამაღლების ტაძარში“.

XVIII ს-ის დასაწყისში კიევის მიტროპოლიტმა იოასაფმა (კროკოვსკი) წმინდა დიდ-მოწამე ბარბარეს შეუდგინა დაუჯდომელი საგალობელი, რომელიც დღემდე იგალობება მის წმინდა ნაწილებთან.

1934-36 წლებში წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვანი მონასტერი განადგურდა და წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ნაწილები მუზეუმში გადაიტანეს. 1960 წლიდან კი დაბრძანებულია ქ. კიევის წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. ქალწულმოწამის წმიდა ნაწილებთან მრავალი კურნება და სასწაულია დაკავშირებული.

საისტორიო წყაროებით დასტურდება, რომ საქართველოს ეკლესია უძველესი დროიდან ფლობდა წმინდა ბარბარეს წმინდა ნაწილს და იგი სვეტიცხოველის ტაძრის კანკელის მარცხენა მხარეზე არსებულ სანაწილეში იყო დასვენებული.

1983 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თხოვნით, უკრაინაში ჩასულ ქართველი სამღვდელოების დელეგაციას კიევის მაშინდელმა მიტროპოლიტმა ფილარეტმა საჩუქრად გადასცა წმინდა ბარბარეს ნეკა თითის ნაწილი.

რამოდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოაბრძანეს დიდმოწამე ბარბარეს ხატი, რომელშიც ასევე წმინდა ბარბარეს მცირე ზომის წმინდა ნაწილი იყო ჩაბრძანებული. წმინდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის.

ქართველებს წმინდა ბარბარე განსაკუთრებულად გვიყვარს. ამაზე მეტყველებს მის სახელზე აშენებული მრავალი ტაძარი. თბილისში მისი სახელობის რამდენიმე ტაძარია, მათგან პირველი მე-8 საუკუნეშია აგებული.

წყარო: patriarchate.ge




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი