მთავარი » ქრისტიანობა

წმ. ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.11.2014 | 3,009 ნახვა

უკვე რამდენიმე თვეა რაც, მეტეხის ხიდს სახელწოდება შეეცვალა. იგი “წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდის” სახელს ატარებს. 100 000  მოწამის მეტეხის ხიდი ინიციატივა თბილისის მთავრობის წევრსა და ნაძალადევის რაიონის გამგებელს, ზაზა გაბუნიას ეკუთვნის, რომელსაც „ამბიონი“ ამ თემაზე ესაუბრა.

ზაზა გაბუნია: „ყოველთვის მიმაჩნდა, რომ იმ უპრეცედენტო მოვლენის ხაზგასასმელად, რომელსაც ადგილი თბილისში 100 000 ადამიანის ქრისტესთვის მოწამეობრივი აღსასრულის სახით ჰქონდა, უფრო მეტი უნდა გაკეთებულიყო. ეს შეხედულება მქონდა მაშინაც, როცა თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი გახლდით და ეს განცდა მქონდა მაშინაც, როცა დედაქალაქის წარმომადგენლიბითი ორგანოს, საკრებულოს წევრი გავხდი. შედეგად, საკრებულოში კოლეგებს შევთავაზე ინიციატივა, ისტორიული ხიდისთვის, რომელსაც აქამდე მხოლოდ მეტეხის სახელით მოვიხსენიებდით, გვეწოდებინა 100 000 ქართველის სახელი და ეს ისე გავაკეთეთ, რომ სახელი მეტეხიც არ გამქრალიყო. ამგვარად, ხიდს, სადაც უმაგალითო სარწმუნოებრივი და ეროვნული მოვლენა აღესრულა დღეს უკვე 100 000 ქართველი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდი ჰქვია, რაც ძალიან მახარებს.“

100 000  მოწამის მეტეხის ხიდი

რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ხიდის ეს სახელწოდება დამკვიდრდეს?

„იმ დღეს, როცა აღნიშნული სახელი ეწოდა მოვლენის აღსრულების ადგილს, მასობრივი მედიის საშუალებებით ვაცნობეთ საზოგადოებას აღნიშნულის შესახებ. ამ წუთისთვისაც მიმდინარეობს სამუშაოები იმისათვის, რომ ხიდის ორივე მხარეს დამონტაჟდეს შესაბამისი საინფორმაციო აბრები ხიდის სახელწოდების შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტად დაამკვიდრებს ხიდის ამ სახელწოდებას. ზაზა გაბუნია წელს პირველად მისი უწმინდესობა 100 000 მოწამის ხიდზე აღასრულებს ამავე წმინდანთა პარაკლისს.

მიმაჩნია, რომ მხოლოდ ეს ღონისძიებები არ იქნება საკმარისი ამ დიდი მოვლენისა და ადამიანების წარმოსაჩენად და ასევე, საჭიროა ამ მიდამოებში 100 000 მოწამის სახელობის ტაძარიც აშენდეს, რაზეც ვისაუბრეთ კიდეც მის უწმინდესობასთან და მე, როგორც თბილისის მთავრობის წევრი სიამოვნებით დავუჭერ მხარს უწმინდესის ამ სურვილს.

მნიშვნელოვანია დავაფასოთ და მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ ჩვენი ისტორიიდან უნიკალური და საამაყო ფურცლები ღვთის სადიდებლად და ჩვენი ერის, სახელმწიფოს ძლიერებისათვის“.

შეგახსენებთ, 13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის მასშტაბით, გაიმართება ლოცვითი- მსვლელობები, წმ. ასი ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდის მიმართულებით. 17:00 სთ.-ზე კი წმ. ასი ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე , მისი უწმიდესობა და უნეტარესობა გადაიხდის პარაკლისს.

წმ. ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

თეონა ნოზაძე

იხილეთ ვრცლად: 100 ათასი წამებული


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი