მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 04.01.2012 27 კომენტარი | 29,586 ნახვა

წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესია მდებარეობს ივ. ჯავახიშვილის ქ. 691 – ში მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ტაძარი 1864 წელს აიგო. მშენებლობა მორწმუნეთა დახმარებითა და რუსეთის წმიდა სინოდის მიერ გამოყოფილი 5000 მანეთის მეშვეობით მიმდინარეობდა.

1886 წელს ჩრდილოეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით მინაშენებმა ტაძარი მოცულობაში ორჯერ გაზარდა; აღიმართა ერთიარუსიანი სამრეკლო კარიბჭითა და ქვის კიბით; ეკლესიის გაფართოება ეგზარქოს პავლეს ინიციატივითა და საეპარქიო არქიტექტორის ზედამხდველობით მოხდა.

ეკლესიაში ორი ტრაპეზია: წმიდა ალექსანდრე ნეველისა და წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობისა. ეს მეორე ტრაპეზი 1900 წელს დაარსდა საკურთხევლის მარჯვნივ მდებარე ეკვდერში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მირონცხების პატივსაცემად. ეს ეკვდერი მთლიანად მრევლის შემოწირულობებით აშენდა. ეკლესიის ტერიტორიაზე მდებარეობს სამლოცველო, რომელიც 1869 წელს აიგო გლამაზდინების ოჯახის მიერ.

წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი

ტაძრის ეზოს კარიბჭესთან თეოდორესეული ღვთისმშობლის ხატის სამლოცველოა, რომელიც 1913 წელს აშენდა და მიეძღვნა რომანოვების დინასტიის 300 წლისთავს.

ტაძარში წმიდა ნაწილთა ორი ლუსკუმაა, რომელშიც ინახება წმ. მარიამ მაგდალინელის, წმ. ნინოს, წმ. ნიკოლოზის, წმ. შიო მღვიმელისა და სხვა დიდ წმიდანთა ნაწილები.

ტაძრის ეზოში დაკრძალულია სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო). მის საფლავზე ყოველდღიურად მიდიან მორწმუნენი, მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

27 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი