მთავარი » პოპულარული

წლის პოპულარული სახელები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.09.2011 8 კომენტარი | 82,421 ნახვა

სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით, საქართველოში მიმდინარე წლის მონაცემების თანახმად, ახალშობილებს ყველაზე ხშირად ნიკოლოზს და მარიამს არქმევენ. წლების მანძილზე ახალშობილ ვაჟებს შორის პირველობას სტაბილურად სახელი გიორგი ინარჩუნებდა. საყურადღებოა, რომ ბავშვების უმრავლესობას წმიდანთა სახელი ჰქვია.

ახალშობილიიუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2011 სტატისტიკის მიხედვით ვაჟების პოპულარული სახელებია:

ნიკოლოზი (2143-მათ შორის 296 ნიკა), გიორგი (2013), ლუკა (1306), საბა (1173), დავითი (984), ალექსანდრე (752-მათ შორის 366 სანდრო), ანდრია (705), მათე (496), დემეტრე (300), ილია (280), ირაკლი (262), დაჩი (231), გეგა (194), გაბრიელ (190), თორნიკე (174), ბექა (162) და სხვა.

ახალშობილი გოგონების პოპულარული სახელებია: მარიამი (2525), ნინო (1522-მათ შორის 472 ნინი), ანა (1339-მათ შორის 345 ანი, 301 ანანო), ელენე (1038), ანასტასია (1009), ბარბარე (923), ლიზი (786), თამარი (407), ნია (396), სალომე (342), ლიკა (228), თეკლა (205), ნატალი (189), ანამარია (175), ქეთევან (163), ნუცა (148) და სხვა.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა ასაკში ქალისა და მამაკაცის პოპულარული სახელები ასეთია: მამაკაცის სახელები: 1. გიორგი 2. დავითი; 3. ზურაბი, 4. ალექსანდრე; 5. ლევანი; 6. თეიმურაზი – (თემურ); 7. ნიკოლოზი; 8. მიხეილი; 9. თამაზი; 10. ირაკლი და სხვა. ქალის სახელები: 1. ნინო; 2. თამარ; 3. მარინე (მარინა); 4. მარიამი; 5. ლია (ლიანა); 6. მაია; 7. ქეთევანი; 8. ანა; 9. ნანა; 10. თინათინი და სხვა.

და მაინც, ახალშობილისთვის სახელის შერჩევა მშობელთა უმრავლესობისთვის კამათის საგანია და დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. წმიდა მამა იოანე ოქროპირი იწუნებს იმ ჩვეულებას, რომლის მიხედვითაც ბავშვს ნათესავის ან ლიტერატურული გმირის პატივსაცემად არქმევენ სახელს. თუკი ნათესავი წმიდანია ან მას სამშობლოსათვის დიდი ღვაწლი აქვს გაწეული, მაშინ ამ ჩვეულებას არაფერი უდგას წინ.

“ჩემი აღკვეცის დროს, როცა მონოზვნებმა თავიანთი მანტიები გადამაფარეს, რატომღაც მეგონა, რომ “ერეკლეს” მიწოდებდნენ. ჩვენს ოჯახში კარგად იცნობდნენ მეფე ერეკლეს ცხოვრებას და ჩემს მშობლებს ძალიან უყვარდათ იგი. სწორედ მის საპატიოდ მიწოდეს ირაკლი. და აი, ველოდებოდი, რა სახელს იტყოდნენ. მეუფე ზინობმა კი უეცრად წარმოთქვა: “ილია”. ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის და თითქოს შევწუხდი კიდეც ამის გამო. სიტყვას და მით უფრო სახელს აქვს საოცრად დიდი ძალა. როცა ბავშვს სახელს ვარქმევთ, აუცილებლად უნდა ჩავიხედოთ კალენდარში და გავიგოთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ სახელს, როგორ ითარგმნება იგი. “ერეკლე” ნიშნავს ფიზიკურ ძალას, “ილია” კი – ღვთის ძალას. საოცარი დამთხვევა მოხდა – ფიზიკური ძალა ღვთის ძალით შეიცვალა. ეს იყო განგება ღვთისა!,” იხსენებს უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II. (სიონის საპატრიარქო ტაძარი, 2 აგვისტო, 2004 წელი).

საინტერესოა, სამოქალაქო რეესტრის ბაზაში აღრიცხული იშვიათი სახელებიც: იანძი, კუსა, ლოტბერტი, მამალი, თავადი, თადეუს, თანზილა, მამისავარ, მამილო, მამლუკი, მანიაკი, მანილა, მგელა, რუსი, ცაცია, ჭიჭანტელა, ხუმარა, მილიარდი, სამძიმარა, ვებერთელა, მხედარი, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი, სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, მოქეიფე და სხვა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

8 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი