მთავარი » საზოგადოება

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვების და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.12.2018 | 207 ნახვა

ნაძვის ჭრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში წინასაახალწლოდ წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვების, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე ღიად და ზოგ შემთხვევაში – ფარულად, ნაძვისა და სოჭის სახეობის ხე-მცენარეები იყო განთავსებული, მძღოლებმა კი შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეახსენებს მოსახლეობას, რომ სამართალდამრღვევებს გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც დაეკისრებათ. ხოლო, თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.