მთავარი » სოფლის მეურნეობა

წიწიბურას აგროტექნიკა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.11.2020 | 234 ნახვა

წიწიბურას კარგი წინამორბედია შაქრის ჭარხალი, კარტოფილი, სიმინდი, პარკოსნები, საშემოდომო თავთავიანები.

მაღალ აგროფონზე მოყვანისას წიწიბურა ითვლება ფიტოსანიტარულ კულტურად და კარგი წინამორბედია სხვა კულტურებისთვის.

არ უნდა დაითესოს წიწიბურა შვრიას შემდეგ და ნემატოდით დაავადებულ ნაკარტოფილარ ადგილას.

მოსავლიანობის გაზრდის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ორგანული და მინერალური სასუქების რაციონალური გამოყენება. აზოტოვანი სასუქი უკეთესია გამოვიყენოთ გაზაფხულზე, თესვის წინა კულტივაციის წინ 10-15კგ და სავეგეტაციო გამოკვებაში – მწვრივთშორისების კულტივაციის ჩატარებისას, ყვავილობის პერიოდში 10-15კგ. ფოსფორიანი სასუქები გამოიყენება მზრალად ხვნის წინ -10-20კგ. კალიუმიანი სასუქების გამოყენება ხდება მზრალად ხვნის დროს-10-20კგ.

მზრალად ხვნა ხორციელდება შემოდგომით 20- 27 სმ სიღრმეზე, ადრე გაზაფხულზე მზრალი უნდა დაიფარცხოს, თესვის წინ ჩატარდეს კულტივაცია.

წიწიბურას მაღალი მოსავლის მიღების საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს ჯიშს. წიწიბურას მოსავლიანობა დამოკიდებულია თესლის ხარისხზე. უნდა დაითესოს გასავრცელებად დაშვებული (დარაიონებული) ჯიშის მსხვილი დაკალიბრებული მარცვალი.

დათესვის წინ თესლი უნდა შეიწამლოს ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა ფუზარიოზი, ცერკოპოროზი, ნაცრისფერი სიდამპლე და სხვ. თესლი თესვის წინ უნდა დამუშავდეს ბორის მჟავავას 1,05% იანი და მოლიბდენის 0,05% ხსნარით, შეწამვლა და მიკროელემენტებით დამუშავება შესაძლებელია ერთდროულად.

წიწიბურა ტიპიური საგაზაფხულო კულტურაა და ითესება გაზაფხულზე, როცა ნიადაგის ტემპერატურა 10 სმ სიღრმეზე მიაღწევს 12-14°C. წიწიბურა ითესება ჩვეულებრივ მწკრივებად, ვიწრო და ფართე მწკვრივბად.

თესლის მისაღებად უმჯობესია ფართე მწკვრვებად თესვა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის თესლის მიღებას. თესვის ნორმა დამოკიდებულია ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე, თესვის ვადაზე, წესსა და ჯიშის ბიოლოგიაზე.

თანაბარი აღმოცენებისა და მცენარეთა სიმწიფეში ერთდროულად შესვლის მიზნით, თესლი უნდა დაითესოს თანაბარ სიღრმეზე, რომელიც დამოკიდებულია ნიადაგის შემადგელობაზე, მის ტენიანობაზე, ტემპერატურაზე და თესლის სიმსხოზე. მძიმე ნიადაგებში ჩათესვის სიღრმე 4-5ს მ-ია, ხოლო მსუბუქ გაკულტურებულ ნიადაგებზე 5-6 სმ და შეიძლება 8-10 სმ-ც იყოს თუ ზედაპირი გამომშრალია.

ნათესისთვის აუცილებელია სწორი და დროული მოვლა. სარეველების და ნიადაგის ქერქის მოსპობის მიზნით წიწიბურას აღმოცენებამდე და პირველი ნამდვილი ფოთლის ფორმირების ფაზაში ტარდება ნათესის დაფარცხვა. მწკვრივთშორისის პირველი დამუშავება ტარდება 5-6 სმ-ის სიღრმზე აღმონაცენის გამოჩენის ან პირველი ფოთლის ფაზაში. მეორე დამუშავება ტარდება მცენარის დაკოკრების ფაზაში 6-8სმ-ის სირმეზე. მეორე კულტივაციის წინ ტარდება მცენარის გამოკვება მინერალური სასუქებით.
სარეველებთან ბრძოლის აგროტექნიკურ ღონისძიებებთან ერთად ძლიერ დასარევლიანებულ ნათესში გამოიყენება ჰერბიციდები. ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება ჰერბიცდი 2-д ამინის მარილი 1-1,2კგ /300ლ/ჰ.კ.

წიწიბურას მაღალი მოსავლის მიღების საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფუტკრით დამტვერვას. ყოველ ჰექტარზე aუცილებლად საჭროა 2-3 ფუტკრის სრულყოფილი ოჯახი, რომელიც ყვავილობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე დაიდგმება ნათესთან. სკები ერთმანეთისგან 400-500 მ-ის დაცილებით განლაგდება.

წიწიბურას მცენარის მავნებლებისა და დაავადეებისაგან დასაცავად უპიველეს ყოვლისა აუცილებელია მაღალ დონეზე ჩატარდეს და დაცული იყოს საჭირო აგროტექნიკური ღონისძიებები (თესლბრუნვა, განოყიერება, ნიადაგის დამუშავება, თესლის მომზადება დასათესად, თესვის ვადა და წესი და ნათესის მოვლა).

მოსავლის აღება ხდება მაშინ როცა მცენარეზე მარცვლის 75-80% მომწიფდება. აღება უნდა მოხდეს შემჭიდროებულ ვადებში. მოთიბვის დროს მცენარე იჭრება მიწის ზედაპირიდან 15-20 სმ სიმაღეზე. გათიბვა და გამოლეწვა უნდა მოხდეს გაყოფით. ღვარეულის გამოლეწვა ხდება წინასწარ დარეგულირებული კომბაინით, რომელიც გულდასმით უნდა გაიწმინდოს სხვა კულტურის თესლისგან, რომელიც მის ღრეჩოებში შეიძლება იყოს ჩარჩენილი.
მიღებული მოსავალის შენახვა უნდა მოხდეს მშრალი საწყობის პირობებში.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი