მთავარი » სხვადასხვა

წიწიბურას და სტაფილოს კატლეტი – ტრაპეზი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.03.2017 | 5,227 ნახვა

სამარხვო რეცეპტები

წიწიბურას და სტაფილოს კატლეტი მასალა:

500 გ წიწიბურა;
3 ც. სტაფილო;
ზეთი;
2 ც. ხახვი;
მწვანილი (თითო კონა ქინძი და ოხრახუში);
2 კბილი ნიორი;
პილპილი;
მარილი.

მომზადების წესი

წიწიბურა მოვხარშოთ. ზეთში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი და სტაფილო, გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში წიწიბურასთან ერთად. ასევე გავატაროთ მწვანილი და ნიორი, მოვაყაროთ პილპილი და მარილი და ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. თუ სქელი მასა გამოვა, ჩავუმატოთ ცოტა ანადუღარი წყალი. ამ მასისგან გავაკეთოთ ოვალური კვერები, ამოვავლოთ დაფხვნილ ორცხობილაში (ან სიმინდის ფქვილში) და შევწვათ ადუღებულ ზეთში.

ავტორი: ირმა ტუხაშვილი
წიგნი “სამარხვო რეცეპტების კრებული”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი