მთავარი » სოფლის მეურნეობა

წიწაკის მოვლა-მოყვანის მოკლე ცნობარი დამწყები ფერმერებისთვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.04.2021 ერთი კომენტარი | 401 ნახვა

ნიადაგის დამუშავება
აღმოსავლეთ საქართველოში ნიადაგი უნდა მოიხნას 30-35 სმ სიღრმე-ზე, დასავლეთ საქართველოში ადრე გაზაფხულზე.

ნიადაგის გაფხვიერებ
ნიადაგის გაფხვიერება დაფარცხვას მიმართავენ აპრილში, გამოიყენება დისკებიანი კულტივატორი, კბილებიანი ფარცხი ან დანებიანი კულტივატორი.

ჩითილების გამოყვანა
მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში მიმართავენ ჩითილების გამოყვანას კვალსათბურებში, მომზადებულ გრუნტში, ერთჯერად ჭიქებში ან სპეციალურ კასეტებში. კასეტებში იყრება ნეიტრალური რეაქციის მქონე ტორფის სუბსტრატი და აგრო-პერლიტის ნაზავი. წიწაკის მცენარის თესლები ითესება 1-2 სმ სიღმრეზე.

ჩითილების მოვლა
მოიცავს მორწყვას, დაცვას დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისაგან, დაცვას მავნებელბისაგან. მახრები, ჭიჭინობელა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ გამოიყენება – ფორსი, პირინექს სუპერი, პრიბანი, დურსბანი და სხვა მათი ანალოგები. ფესვის სიდამპლის საწინააღმდეგოდ გამოიყენება – პრევიკურ ენერჯი, პროპაკური, აპრონ XL ან სხვა მათი ანალოგები.

ჩითილების გადარგვა
გადარგვა ხდება აპრილის ბოლოს – მაისის დასაწყისში, ამ დროს ჩითილები არიან 18-22 სმ სიმაღლის, 4-5 ნამდვილი ფოთლით, 35-45 დღის ასაკის. მცენარეთა გადარგვა ხდება ტენიან ნიადაგში, კვების არე ტკბილი წიწაკისათვის 60X30 სმ. მწარე წიწაკისათვის 50X20 სმ.

მცენარეთა მორწყვა
გადარგული მცენარეები ირწყვება 5-7 დღეში ერთხელ (კლიმატური პირობებისა და საჭიროების მიხედვით), მთელი ვეგეტაციის მანძილზე მაისიდან-ოქტომბრის ჩათვლით. ვეგეტაციის პერიოდში ირწყვება 15-20-ჯერ. მორწყვის ნორმა 200-300 კუბური მეტრი 1 ჰექტარზე.

სარეველების მოცილება და ნიადაგის გაფხვიერება

გადარგვიდან ორი კვირის შემდეგ ივნისის დასაწყისში მიმართავენ რიგთაშორისების პირველ გაფხვიერებას და სარეველათა მოცილებას. ამავე დროს ტარდება მცენარეთა დამატებითი გამოკვება მინერალური და ორგანული სასუქებით, ნიადაგის ქიმიური ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე. ნიადაგის გაფხვიერება შესაძლებელია დაგვჭირდეს 2-3 ჯერ.

მცენარეთა დაცვა
მცენარეთა დაცვა მავნებლებისა და დაავადებებისაგან საჭიროა მთელი ვეგეტაციის მანძილზე. ფუნგიციდებიდან გამოიყენება – რიდომილ გოლდ მც, აკრობატ მც, კუპროქსატი, კუპერვალი, ანტრაკოლი ან სხვა მათი ანალოგები, ინსექტიციდებიდან გამოიყენება – აქტარა, კონფიდორ მაქსი, სპინტორი, კრალი და სხვა მათი ანალოგები.

მოსავლის აღება
მოსავლის აღება მიმდინარეობს ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით. მოსავლიანობა 20-40 ტონა ჰექტარზე.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • თამარი says:

    დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის. დღეს სოფლის მეურნეობა თუ გადაგვარჩენს. მნიშვნელოვანია ასეთი სტატიების მოწოდება

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი