მთავარი » ეკლესია-მონასტრები

სოფ. წითელი სოფელის წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესიის რეაბილიტაცია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.01.2020 | 275 ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფ. წითელი სოფელის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია.

ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში. დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი,ჩამოშლილი იყო გუმბათი. კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ.

სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად:

√ ტერიტორია გაიწმინდა ნანგრევებისგან და მოიხსნა დაზიანებული ნაწილები.

√ მოხდა ბზარების ინექტირება.

√ შეივსო აფსიდის დაზიანებული ნაწილები იდენტური მასალით.

√ აღდგა აღმოსავლეთის კამარა, აგურით.

√ მოეწყო ხის კამარები და შეილესა.

√ ამოშენდა გუმბათი აგურით, ნახევრადსფერული კამარა კი მოეწყო ხით.

√ ნაკლული კარნიზი შეივსო იდენტური აგურით.

√ ტაძარი გადაიხურა თუნუქით, ლორფინის იმიტაციით.

√ მოეწყო იატაკი ახალი აგურით.

√ ჩაისვა ახალი კარ-ფანჯარა.

√ შეილესა ინტერიერი.

სოფ. წითელი სოფელის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს “ოდა-“ს მიერ ზურაბ ყიფშიძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი