მთავარი » ჯანმრთელობა

წითელი ქარი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.02.2013 13 კომენტარი | 35,778 ნახვა

დაავადება წითელი ქარი შუა საუკუნეებიდანაა ცნობილი და მას წმინდა ანტონიუსის ცეცხლს უწოდებდნენ იმ ეგვიპტელი მკურნალის პატივსაცემად, რომელიც ამ სნეულებით შეპყრობილ მორწმუნეებს კურნავდა. ინფექცია თავდაპირველად პაციენტის სახეზე ლოკალიზდებოდა, წითელი ქარი თუმცა საუკუნეების განმავლობაში მისი ლოკალიზაცია შეიცვალა. ამჟამად ის უმთავრესად ქვედა კიდურებს აზიანებს. დაავადების შესახებ “ამბიონს” ექიმი-დერმატოლოგი სერგო დადაშიანი ესაუბრა:

“წითელი ქარი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც ლიმფურ სისტემაში ვრცელდება. ეს ინფექცია იჭრება კანში, კანქვეშა ქსოვილში და ვითარდება ანთება. არსებობს ანთებისთვის დამახასიათებელი რამდენიმე სიმპტომი, რომელიც გამოხატულია წითელი ქარის დროს. მაგალითად: შეშუპება, ტკივილი, სიწითლე, ტემპერატურის მომატება…

კიდურები არის ის ადგილი, საიდანაც წითელი ქარი იწყება, რადგან სტატისტიკურად ამ ადგილზე ხდება კანის მაქსიმალურად დაზიანება… კანის გაჭრა, თითებს შორის მიმდინარე სოკოვანი პროცესიც, რომელიც არღვევს კანის ზედაპირს, ხელს უწყობს ბაქტერიის კანში შეჭრასა და პათოლოგიური პროცესის დაწყებას. მწერის ნაკბენის მოქავების შედეგადაც კანში შეტანილი ინფექცია ან ფიზიკური გაღიზიანებისას მიღებული მიკროტრავმა შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ განვითარდეს წითელი ქარი. კანის ზედაპირის მიკროსკოპულ დონეზე დაზიანებაც კი ინფექციის შეჭრას ხელს უწყობს.”

როგორ მკურნალობენ წითელ ქარს?

მკურნალობა მიმდინარეობს ანთების სიმპტომატიკის მოხსნით. აუცილებელია ანტიბიოტიკების მიღება. შეგნებულად არ ვასახელებ იმ პრეპარატების ჯგუფს, რომელიც გამოიყენება ამ დაავადებასთან საბრძოლველად, რადგან მკურნალობა უნდა წარიმართოს ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. კონკრეტულ პაციენტთან კონკრეტული დანიშნულებაა საჭირო. როდესაც დაავადების ზედაპირული ფორმაა, შეიძლება მოხდეს თვითგანკურნებაც, მაგრამ ეს იშვიათი შემთხვევაა.

წითელი ქარი ხანგრძლივად მიმდინარე დაავადება არ გახლავთ, თუ რაციონალური თერაპია დროულად დაინიშება. ამიტომ წითელი ქარის სიმპტომების გამოვლენისთანავე ჯობს, პაციენტმა ექიმს მიმართოს.

რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს წითელმა ქარმა?

ამ დაავადების გართულება არის ბევრი და საკმაოდ მძიმეც. საუბარია ბაქტერიალურ პროცესზე, რომელიც მიჰყვება ლიმფურ სადინრებს და შესაბამისად, იღებს სისტემურ ხასიათს, ხდება ტემპერატურის მომატება. გართულება შეიძლება სეფსისამდე, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ლეტალურ შედეგამდეც მივიდეს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული პროცენტი თვითგანკურნებისა, ნამდვილად არ არის სახუმარო დაავადება. ამ დროს ორგანიზმის იმუნიტეტი, ბრძოლისუნარიანობა დაქვეითებულია.

არსებობს თუ არა რაიმე პროფილაქტიკური საშუალება, რომ თავიდან ავიცილოთ ამ დაავადების გავრცელება?

დაავადებისგან თავის დასაზღვევად საჭიროა ელემენტარული ჰიგიენური მანიპულაციების ჩატარება, გარკვეული უსაფრთხოების ტექნიკის ხმარება, დავუშვათ, მიწასთან მუშაობისას, ან საველე პირობებში ყოფნისას, სადაც ძალიან ბევრი მწერია და ინფექციის შეჭრის მეტი შესაძლებლობაა.

ამასთან, დაავადება, გავრცელების მიხედვით, სოფელში მაცხოვრებლებში უფრო აქტიურია, ისევ ჰიგიენის თვალსაზრისითა და ინფექციის შეჭრის ალბათობის მეტი შესაძლებლობით, ვიდრე ქალაქში მაცხოვრებლებში. მაგრამ მისგან სრული დაცვა შეუძლებელია და არც არავინაა დაზღვეული.

წითელი ქარის ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს, მაგრამ საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და შეუძლებელია, როდესმე გაწყდეს. შეგახსენებთ, საუბარია ბანალურ ინფექციაზე, რომელიც ნორმაში ცხოვრობს კანის ზედაპირზე და განვითარებისთვის მხოლოდ ხელშემწყობი პირობები სჭირდება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

13 კომენტარი »

  • ია says:

    ძალიან გთხოვთ ექიმი-დერმატოლოგი სერგო დადაშიანი საკონტაქტო ინფორმაცია მომაწოდოთ,დედა მყავს წითელი ქარით დაავადებული.

  • თეონა ნოზაძე says:

    სერგო დადაშიანი – ტელ. 599 95 95 01

  • nino says:

    Gexvecebiiiit dachoqili mitcarit recidivi ramdeni clis shemdeg sheidzleba agmocendes.adre mqonda da dges pexze prchxilis xela sicitle maqvs.odnav mtkiva da iseti grdznoba maq titqos kanis qvesh kenchi ikos.arc diddeba arc qreba sicxeebi AR maq Ra gavaketo meshinia sashineli dgeebi maqvs gadatanili var 27 clis.momceret gtxovt.

  • mari says:

    var 24 wlis gogona , sharshan damemarta zapxulshi dzalian rtul pormebshi mqonda,exla maq amwutas mexutet gamimeorda ,var orsuli,dawitlebuli igive pexi mtlianad da gamagrebuli da tkivili sashineli,riti sheidzleba vushvelo,gtxovt damexmarot.

  • nana says:

    mec mind hem dedikos vushvelo masac citeli qari aqvs.sad sheizleba rom vimkurnalot.ramdenad aris gankurnebadi

  • ubralod mirchiet vis mivmarto eqims tu eqimbashs vis vendo dzalian gvawuxebs es problema, vin ufro mogvarchenns dzalian dii tkivilebi aqvd dedikos didi madloba

  • natia says:

    mesamed damemarta recidivi da mesame recidivma tkivilebi damitova marcxena fexisgulidan vgrdznob tkivils titqos dzvalshi ragac zis rogorc eqimma gamomiwera ise vimkurnale orjer mesamed chemit mteli interneti gadavqeqe visarvekitxebodi mirchies wliuri bicilinoprofilaqtika da malamo tveshi ertxel viketeb ori gaketeba ukve gavikete neta tu inkurneba es daavadeba saertod tyviis wyalic viyide marjanishvilze amzadebeno siwitle da anteba chamiqro magram tkivli damitova male viglebi inkurnebi ki es daavadeba?

  • elene says:

    gtxovt damexmarod,tavis uazro tkivilebi damitova,dilit rom vigvidzeb ukve tavi mtkiva da saxe maq sheshupebuli tvalebi dasiebuli,ra vqna mirchiet gtxovt

  • zaza says:

    fexze maqvs citeli laqa mgrvalad da qavili erti kvaraa rac shevamchnie da rogor vimkurnalo saxlis pirobebshi ra mazi gamoviyeno?

  • zoia says:

    chems meugles aqvs dzalian gartulebuli eqimma antibiotiki praqsiparini da aranairi mazio chaqra wylulebi momshralda sisvele ar aaqvs ar unda mazi am mdgomarwobas ati dgea masea

  • zaza says:

    klotri mazol ase ikitxeba da zustad rogorweria plakonze ar vici.au magari mazia.tu es daavadeba aris pexis sokovani daavadeba.me mkonda 3 wlis ukan.dasiebuli pexebi da daxetkili kani.oaktiurad damuwukebuli mkonda.ra wamali ar daminishnes daverr mshveloda .vgulisxmob ekimis danishnul dzvir wamlebs.mezobeli loti ekimi myavs man mnaxa da klotri mazoli waisvi da gakrebao.girda mashin 3.50 naxevari ar mixmaria sul gamikra.vimeireb tu pexis sokovani daavadebaa gmeets gepicebit. uebari mazia .

  • ლია ტაბატაძე says:

    წმინდა ანტონიოს ცეცხლი როგორც ტქვენ ბრძანებთ არის წითელი ქარი რაგაც წინააგმდეგობაა.წითელი ქარი ბრზანებთ ბაქტერიული ინფექციაა ხოლო წმანტონიოს ცეცხლი ანუ როგორც სამედიცინო ტერმინით უწოდებენ herpes Zoster virusia ანუ ვირუსული ინფექციაა დაახლოებიტ მსგავსია ქუნტრუშის .გტხოვთ გამარკვიოთ წიტელ ქარს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით და წმ .ანტონიოს რადგან ვირუსულია აციკლოვირით ანუ ანტივირუსული პრეპარატებით ე.ი არ ყოფილა ერთი და იგივე

  • მარჯვენა მკლავზე პერიოდულად მაქვს სიწითლე, მაგრამ ქავილი და ტემპერატურა არ მქონია არასდროს, ეს უკვე 2 წელია, ეხლა მაქვს პრობლემა ფეხის კიდურებზე ორივეზე ლომფოზიტი, არის თუ არა ეს ხელზე სიწითლის ბრალი , თუ ვიმყურნებ ეშველება თუ არა ლოფოზიტს, რადგან მარცხენა ფეხზე ვერ ვაბიჯებ ისეთი ტკივილები მაქვს, მადლობა წინასწარ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი