მთავარი » ჯანმრთელობა

წითელას შემთხვევებმა იმატა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.03.2013 ერთი კომენტარი | 2,700 ნახვა

საქართველოში მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების “წითელას” შემთხვევები გაიზარდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წითელას უკვე 111 შემთხვევაა დაფიქსირებული წითელა მათგან 101 თბილისში გამოვლინდა.

დაავადებულთაგან 59 ჰოსპიტალიზირებული იყო. გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის და 58-ს შეადგენს. შემდეგი გავრცელების ჯგუფი 30 წელს ზემოთ ასაკის პირები არიან, სადაც დაავადების 22 შემთხვევაა გამოვლენილი.

დედაქალაქში ვირუსის შემთხვევების მატების გამო ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისში წითელაზე სავალდებულო აცრებიც დაიწყო. ვაქცინის გაკეთება 1-დან 7 წლამდე ბავშვებისთვისაა სავალდებულო, ასევე, წითელას ვირუსით დაავადებულ პირთან კონტაქტში მყოფი 6-დან 30 წლამდე ადამიანებისთვის.

წითელას ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება, ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი. წითელას ვირუსი ორგანიზმის გარეთ მალე იღუპება, ამიტომ ჯანმრთელს ეს ინფრქცია გადაეცემა მხოლოდ ავადმყოფისგან ჰაერწვეთოვანი გზით.

წითელას ფარული პერიოდი 8-10 დღე გრძელდება. დაავადების სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, სურდო, ქუთუთოების შეწითლება, მოთეთრო-მონაცისფრო წერტილები ლოყის შიგნითა ნაწილზე. დაახლოებით მე-3 მე-4 დღეს იწყება გამონაყარის გამოჩენა, ჯერ სახეზე და შემდეგ მთელ ტანზე. გამონაყარი მე-6 მე-7 დღეს ქრება, მაგრამ რჩება ლურჯი კვალი. ცოტა ხნის შემდეგ ტემპერატურა ქვემოთ იწევს. მცირე წლოვან ასაკში წითელას შეილება დაერთოს ფილტვების, ყურის და სხვა ანთებები. ხოლო მოზარდებში შეიძლება ტვინის ანთებაც კი დაერთოს.

წითელათი დაავადებული დაახლოებით 10 ბავშვიდან 1-ს მაინც უვითარდება ყურის ინფექცია, და 20-დან ერთს პნევმონია. 1000 შემთხვევიდან ერთს უვითარდება ენცეფალიტი, და 1000-დან ერთი ან ორი შემთხვევა მთავრდება ფატალური გამოსავალით.

აღნიშნული გართულებები უფრო ხშირად გვხვდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში – 20 წლის ზევით.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, წითელას შემთხვევების მატება თებერვლის ბოლოდან შეინიშნება. დაავადების გამოვლენა შემდგომი 2-3 თვის განმავლობაში კიდევ მოხდება და წელს საქართველოში წითელას ასეულობით შემთხვევა დაფიქსირდება. აღნიშნულის მიზეზად 2008 წელს ჩაშლილ წითელას იმუნიზაციას ასახელებენ.

გასულ წელს სულ ქვეყანაში წითელას 31 შემთხვევა იყო აღრიცხული. ზოგადად ბოლო წლებში კი წითელას შემთხვევების რაოდენობა 40-60 ერთეულს არ აღემატებოდა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი