მთავარი » ქრისტიანობა

სადღესასწაულო წირვა მოსკოვის ქართულ ტაძარში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.11.2011 ერთი კომენტარი | 1,391 ნახვა

23 ნოემბერს, წმიდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს მართლმადიდებლურ ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდა. შავფაროსნები ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საღმრთო ლიტურგია მოსკოვში, წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში აღავლინა.

თითოეული “ემიგრანტი” ქართველისთვის ეს დღესასწაული განსხვავებული გახლდათ. მრევლს უწმიდესმა დღევანდელი დღესასწაული მიულოცა, ისაუბრა წმიდა გიორგის მეწამეობრივი აღსასრულის შესახებ და ქადაგებით მიმართა: “თქვენ უნდა იცოდეთ რომ ჩვენ საქართველოში გელოდებით. თქვენს შვილებს, შვილიშვილებს უნდა ასწავლოთ ქართული წესი, ქართული ენა. არ უნდა დაივიწყოთ მართლმადიდებელი ეკლესია. ღვთის გარეშე არაფერი გაკეთდება. ითხოვდეთ და მოგეცეთ თქვენ – ამბობს მაცხოვარი. გაჭირვებისას უფალს მიმართეთ და აუცილებლად დაგეხმარებათ.”

ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბერს მეუფე საბასთან, მეუფე გერასიმესთან, მეუფე ანდრიასა და მეუფე თეოდორესთან ერთად გაემგზავრა. 20 ნოემბერს მან მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 65 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მოსკოვში ვიზიტისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის პატრიარქს შეხვდა და მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობდა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურებს, მათ შორის საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

“მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნებს შორის შეიძლება არსებობდეს სირთულეები, გლობალური, ეკონომიკური და იდეოლოგიური პრობლემები, ეკლესია არის ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ხალხებს შორის ურთიერთობებს განამტკიცებს”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ეკლესიების მეთაურებთან შეხვედრაზე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთიდან ხვალ დაბრუნდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი