მთავარი » პოპულარული

წირვა მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.11.2011 ერთი კომენტარი | 2,022 ნახვა

მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღვლენილი ღვთისმსახურება სლავურ, ბერძნულ და ქართულ ენებზე შესრულდა.

პატრიარქი მოსკოვში პატრიარქ კირილისთან ერთად სადღესასწაულო წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი საბა და ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე მსახურობდნენ.

წირვის შემდეგ უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პატრიარქ კირილს იუბილე მიულოცა, მას უფლის წყალობა, რუსეთის ეკლესიასა და მთლიანად რუსეთს კი აყვავება უსურვა.

მოსკოვში პატრიარქ კირილისა და ილია მეორეს შეხვედრა გუშინ გაიმართა. რუსეთის პატრიარქის თქმით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსკოვში ჩაბრძანება და საერთოდ მასთან ურთიერთობა ყოველთვის დიდი სიხარულია, რადგან მათ საუბარს კეთილი ნაყოფი მოაქვს. მისი აზრით, ამ შეხვედრების შედეგად რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მაღალ დონეზე უნდა ავიდეს.

“ეს არის ორი ერთმორწმუნე ხალხი, მეზობლები, რომლებიც ასწლეულობით ერთად ცხოვრობენ. მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ხალხი სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემას ეკუთვნოდა და სხვადასხვა სახელმწიფოში იმყოფებოდა, ასევე მაშინ, როდესაც ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით, მართლმადიდებელ რუსებსა და მართლმადიდებელ ქართველებს თბილი და მეგობრული გრძნობა აერთიანებდათ. ჩვენ ვლოცულობთ რათა ეს სიყვარული კვლავ დაბრუნდეს. ვერანაირი საგარეო პერიპეტიები ვერ დაანგრევს ჩვენი ურთიერთობების ფუნდამენტს, რადგან მათ საფუძველს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს”, – აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა.

პატრიარქი კირილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, ის იმედოვნებს რომ უთანხმოება, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის მოხდა, გადაილახება. პატრიარქებმა და ეკლესიამ კი, რომელთაც უდიდესი ტრადიციები და ღრმა ფესვები გააჩნიათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მშვიდობამ და კეთილდღეობამ დაისადგუროს. “კონფლიქტები, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის იყო, ღია ჭრილობებად რჩება. მათი მკურნალობა აუცილებელია. ვფიქრობ, ამის გაკეთებას მოვახერხებთ”, – ბრძანა უწმიდესმა.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში 18 ნოემბერს გაემგზავრა. უწმიდესთან ერთად დელეგაციაში იმყოფებიან მეუფე საბა, მეუფე გერასიმე, მეუფე ანდრია და მეუფე თეოდორე.

უწმიდესმა გამგზავრებისას ბრძანა, რომ რუსეთის პატრიარქთან შეხვედრისას საუბარი იქნება ასევე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხზე, ეკლესიათა მსოფლიო კრებაზე, რომელიც უნდა გაიმართოს.

ამასთან, მოსკოვში ვიზიტისას პატრიარქი შეხვდება მოსკოველ ქართველებსა და აფხაზებს, 23 ნოემბერს კი, გიორგობის დღესასწაულზე, მოსკოვში წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • მანანა says:

    ღმერთო,დიდხანს გვიცოცხლე,გაგვიძლიერე ქართველთა სულიერი მწყემსი და იმედი, დიდი მამა- ილია მეორე!..და მისი ლოცვის მადლი შეგვწეოდეს ყველა ქართველს და სრულიად საქართველოს!!!ამინ!

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი