მთავარი » საზოგადოება

წინაპრები – “ერთმანეთი მთაში ნახეს პირველად, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.12.2017 7 კომენტარი | 2,312 ნახვა

რუბრიკა: “ამბიონის” რეპორტორი

ზემო იმერეთში 1916 წლის ზაფხულში მოევლინა ამ ქვეყანას ეს ორი ადამიანი, ანა მაკასარაშვილი და აკაკი ლომაურიძე. მრავალშვილიანი ოჯახებიდან იყვნენ. ანუშკა და აკაკი ალბათ უფრო მეტად ამიტომ ქონდათ გამძაფრებული ადამიანური ურთიერთობები, მზრუნველობა, პატივისცემა, თავმდაბლობა. ერთმანეთი მთაში ნახეს პირველად, ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. სულ მახსენდება კადრი ფილმიდან „შეხვედრა მთაში“, თუმცა აკაკი და ანუშკა ორივე მთაზე შეყვარებული მთის შვილები იყვნენ. დიახ, დიახ, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და სიყვარულით დაქორწინდნენ. იმ საუკუნეში ეს გასაოცარი იყო. მართალი ადამიანი იყო აკაკი. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები იშვიათობაა.

ანა იხსენებდა იმ დღეს, როცა ქართული ურმით, რომელიც საქორწილოდ იყო მორთული, ერთი სოფლიდან მეორემდე ხალხური სიმღერებითა და ცეკვა-თამაშით მიიყვანეს. გაშლილი ეზო, იმერული ოდა ორი ოთახით და დიდი ოჯახი რომელიც იქ დახვდა. იმ წუთში ვერ წარმოიდგენდა, რომ თვითონ უფრო დიდ ოჯახს შექმნიდა. ოთხი ვაჟი და ოთხი ქალი შეეძინათ. სოფელში ცხოვრობდა ანა , მაგრამ ის სახლის დედოფალი იყო, მისი მოვალეობა ოჯახში მხოლოდ შვილებზე ზრუნვით შემოიფარგლებოდა. არავის ეგონოს ეს მარტივი საქმე იმ საუკუნეში. რვა შვილისთვის სადილების კეთება, სისუფთავე, ჭრა-კერვა. ძალიან თეთრი ქალი იყო ანა, წელი ისე გავიდოდა მზის სხივების ნაკვალები არ აჩნდებოდა. ეზოში მხოლოდ დასასვენებლად თუ გამოვიდოდა, ხის ქვეშ ჩრდილში დაჯდებოდა და ამ დროსაც ქსოვდა ან კერავდა რამეს.

მეორე მსოფლიო ომის გამო ოჯახს დაშორებული აკაკი მათზე ფიქრით მხნეობას არ კარგავდა. უფლის წყალობით ოჯახს ჯანმრთელი დაუბრუნდა. საწოლის თავთან სტალინის ფოტო დაამაგრა. ინფორმაციის არქონის გამო იმ დროს უამრავი ადამიანი ეთაყვანებოდა მის ფოტოს. ოჯახური ცხოვრების ერთად გატარებული 50 წელი , შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ბედნიერებმა აღნიშნეს. შთამომავლობა კარგად ყავდათ ( 8 შვილი , 20 შვილიშვილი, მრავალი შვილთაშვილი და მათი შვილები )ყველა საამაყო ადამიანი. ბედნიერი მშობლები და ბებია- ბაბუა იყვნენ. მაგრამ ცხოვრება ხომ მოულოდნელობებითაა სავსე. უფროსი ვაჟის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მიწასთან გაასწორა მშობლები, გაანადგურა. ამის შემდეგ უჭირდათ ცხოვრების გადატანა. სიცოცხლე თითქოს ტვირთათ აწვა მათ. თუმცა იმდენად ძლიერი სულის ადამიანები იყვნენ , სხვა შვილებისთვის თავისი ტკივილით ცხოვრება არ დაუმძიმებიათ. ცხოვრების ოთხმოცდახუთ წლამდე უამრავი დანაკარგი და ტკივილი ნახეს. ასე მიუახლოვდნენ ოცდამეერთე საუკუნეს. შეაბერდნენ ერთმანეთს.

გადიოდა წლები. დიდი ოჯახი კიდევ უფრო დიდი გახდა. მაგრამ ცხოვრების გამოწვევებმა და სირთულეებმა მეტნაკლებად დაქსაქსა ყველანი სხვადასხვა მხარეს. უკვე დიდი ოჯახი ვეღარ იკრიბებოდა. როგორი ძლიერი იყო შვილების მონატრება. შვილიშვილების სანახავად ზაფხულს მოთმინებით ელოდებოდა. რა ბედნიერებაა ბევრი შვილი და შვილიშვილი, მაგრამ ეს ბევრი დარდი და ვარამიც ყოფილაო. პირველად აკაკი წაიყვანა უფალმა თავისთან. ანუშკა ცალუღელა აგრძელებდა არსებობას. სული უფალს უკვე დიდი ხანია მიაბარა, თუმცა მაინც დედამიწაზე დაიარებოდა. მოთმინებით ელოდებოდა იმ დღეს , როცა დატოვებდა ამ ცოდვებით სავსე სამყაროს. როგორი წყნარი, უპრეტენზიო და უთქმელი იყო ანა, ასეთივე იყო მისი გარდაცვალება.

ცხოვრების ჩქარმა, ქაოსურმა რიტმმა ოჯახური შეხვედრები უფრო და უფრო შეამცირა, რაც ტელეფონმა და სოციალურმა ქსელებმა შეცვალა. დაცარიელდა ძველი ხის სახლი, რომლის დარაბებსაც მრავალი ბედნიერი დღე ახსოვს. ბევრმა ზაფხულმა გაიარა, კიდევ ბევრი ზაფხული მოვა, მოვა ისეთი ზაფხულიც, ერთ დღეს რომ ისევ შეიკრიბება დიდი ოჯახი, წინაპრების საცხოვრებელს ისევ ააჟრიამულებს მათი უამრავი შთამომავალი.

სოფიო ლომაურიძე

ფოტოზე: აკაკი და ანუშკა ქორწინების 50 წლისთავზე (1990 წ.)


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი