წინ თეატრისკენ!
სად უფრო დადის ახალგაზრდობა – თეატრსა თუ კინოში?
თეატრი ხელოვნების დარგია და სულიერად განვითარების პროცესში საკმაოდ დიდი როლს თამაშობს. რამდენად დადის თანამედროვე ახალგაზრდობა თეატრში და როგორი სპექტაკლები უფრო მოწონთ? “ამბიონი” შეეცადა ამ კითხვებზე პასუხის მიღებას.
ნინო ბურდული (თეატრისა და კინოს მსახიობი): “ჩემი აზრით, ახალგაზრდობა დადის თეატრში, ახლა ბევრად მოემატა, ხოლო საერთაშორისო ფესტივალების დროს განსაკუთრებით იზრდება მათი რაოდენობა.
ძირითადად რა თემატიკა აინტერესებთ?
მასიურად მაინც კომედიები აინტერესებთ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით თეატრში არ ტარდება სპეციალური გამოკითხვები.
როგორ უნდა მიიზიდოს თეატრმა ახალგაზრდობა?
ავანგარდულობით, პროფესიონალიზმით და სიახლით.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს მიერ შესრულებულ სპექტაკლებზე ახალგაზრდების დასწრება?
ძალიან მნიშვნელოვანია, სპექტაკლმა და მსახიობმაც დაინტერესება ყველა თაობაში უნდა გამოიწვიოს, თეატრი არ უნდა დაიკარგოს ახალგაზრდა თაობისთვის”.
სალომე სუხიშვილი (სტუდენტი): “თეატრში ხშირად დავდივარ, ჩემი აზრით, თეატრი ბევრის მომცემია ადამიანისათვის, სულიერი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. როცა თეატრში მივდივარ მაყურებელთა უმრავლესობა ახალგაზრდობაა. ბოლოს ვიყავი “ბაკულას ღორებზე”.
ქეთი კობიაშვილი (სტუდენტი): “თეატრი მირჩევნია კინოს, კინო შეიძლება კინოთეატრის გარდა სხვაგანაც ნახო. ბოლოს ვიყავი თავისუფალ თეატრში და “ანა ფრანკის დღიური” ვნახე.
ადა შიხაშვილი (შოთა რუსთაველის სახლეობის სახელმწიფო თეატრის მთავარი მოლარე): “ახალგაზრდობის ინტერესი ნამდვილად იგრძნობა. განსაკუთრებით ექსპერიმენტულ სცენაზე, სადაც ახალგაზრდა რეჟისორების სპექტაკლების წარმოდგენაა”.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რესპოდენტები ერთხმად ამბობენ, ახალგაზრდები თეატრში დადიანო, არსებობს მოსაზრება, რომ ისინი ნაკლებად ინტერესდებიან სპექტაკლებით. მოდით, დავამტკიცოთ, რომ ეს შეხედულება რეალობას არ შეესაბამება – წინ თეატრისკენ!
ლიკა ალადაშვილი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.