მთავარი » ხატები და ფრესკები

წილკნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.08.2011 7 კომენტარი | 15,263 ნახვა

წილკნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, თავისი საკვირველი ძალისა და მადლის წყალობით, ყოველთვის გამოირჩეოდა და მორწმუნეთა დიდი სიყვარულით სარგებლობდა.
წილკნის ღვთისმშობელისაეკლესიო გადმოცემის თანახმად, ამ სასწაულმოქმედი ხატის შექმნა ლუკა მახარებელს მიეწერება. იგი საქართველოში ქრისტიანობის გარიჟრაჟზე, მეფე მირიანის ძის – ბაქარის დროს ბიზანტიიდან ჩამოასვენეს. სავარაუდოა, რომ ხატი თავიდანვე მეფე ბაქარის მიერ წილკანში აშენებულ ეკლესიაში დაბრძანდა, სადაც იგი უამრავ სასწაულს ახდენდა და საიდანაც მიიღო ხატმა თავისი სახელწოდებაც.

წილკნის ღვთისმშობლის ფერწერული ხატი უპირველესია საქართველოში, სადაც გამოსახულია ოდიგიტრიის ტიპის ღვთისმშობლის ნახევარფიგურა და მის ორივე მხარეს – წმ. მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები. ფერწერა ტემპერის საღებავებითაა შესრულებული. ხატი განვითარებული შუა საუკუნეების ოთხ ბიზანტიური მინანქრის მედალიონს შეიცავს. აქვეა მოჭედილი ფირფიტები წმიდა გიორგისა და ღვთისმშობლის გამოსახულებებით, რომლებიც მეთექვსმეტე საუკუნეს განეკუთვნებიან.

ასევე ხატს მის ჩარჩოზე დაფენილი მეთვრამეტე საუკუნის გლუვზედაპირიანი ფირფიტები ამშვენებს.

წილკნის ღვთისმშობლის ხატი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესია, რადგან ასეთი ფერწერული ხატები ძალიან ცოტაა შემორჩენილი.

1926 წლიდან წილკნის ღვთისმშობლის ხატი საქართველოს მუზეუმის განძთსაცავში ინახება. ტაძარში ამჟამად ხატის ასლია დაბრძანებული.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • ლია says:

    ghmerto chemo ra lamazi xatia.me ki am xatis arsebobis shesaxeb araferi ar vicodi.didi madloba,rom gvadzlevt sashualebas gavecnot es brwyinvale memkvidreoba,romelic chvenma winaprebma dagvitova. am xatis madlma gaaertianos saqartvelo.misi madli shegvewios yvelas. amin.

  • მეგი says:

    სად მდებარეობს წილკანი? და მაინტერესებს ტადზარი სადაც მდებარეობს წილკნის სასწაულმოქმედი ღვთიშობლის ხატი?

    • ხათუნა says:

      წილკანი მდებარეობს მცხეთის რაიონში. ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო მარიამ! ევედრე ღმერთს ჩვენ ყოველთათვის, ჩვენი გამრავლებისა და რწმენაში გაძლიერებისთვის, სიკეთისა და მადლისათვის. შენს დედობრივ მზრუნველობას ნუ მოგვაკლებ ჩვენ უღირსთა და ცოდვილთა, ამინ!

  • წილკანი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში. წილკნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის ასლი დაბრძანებულია წილკნის ღვთისმშობლის ტაძარში.

  • natia says:

    dzalian miyvars es xati, da samwuxaroa rom muzeumshia dabrdzanebuli da ara tadzarshi…iqneb droa muzeumma siwmindeebi sapatriarqos gadasces….am xatis asls didi xani vedzebdi da dzlivs vishove, dideba ufals da yovlad wminda gvtismshobels…

  • IOANA says:

    სამარცხვინო ვართ ზოგჯერ ქართველები საქართველო არ ვიცით ქართველებმა წილკნის ღვთისმშობელი როგორ არ უნდა ვიცოდეეთ? და უცხოეთში კი დავთასაობთ…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი