მთავარი » საზოგადოება

წილკნის დევნილთა დასახლება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.06.2013 | 2,961 ნახვა

წილკნის დევნილთა დასახლებაში ეპიდემიის გავრცელების საშიშროებაზე საუბრობენ.
დევნილები ამბობენ, რომ გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო, საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები დაჭაობებული და დაბინძურებულია, რაც სხვადასხვა დაავადების განვითარების საფრთხეს ქმნის. მოსახლეობის თქმით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ზაფხულში, როდესაც ძლიერი სიცხისგან ქვეწარმავლები და მწერები მრავლდებიან.

წილკნის დევნილთა დასახლება

გარდა ამისა, წილკნის დასახლებაში მცხოვრები დევნილები სხვა მრავალი პრობლემის წინაშეც დგანან.
ეკა დაუდაშვილი ამბობს „ გარდა იმ მძიმე გარემო პირობებისა, რაც აქ არის, ძალიან გვაწუხებს უმუშევრობა ფაქტიურად მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ახლოს, რამდენიმე მსხვილი საწარმოა. ჩვენ არ გვღებულობენ სამუშაოდ ძირითადად თბილისელები მუშაობენ, რამდენიმე წელია უშედეგოდ ვცდილობთ სამსახურის შოვნას, რამდენჯერმე წერილიც დავტოვეთ ქარხნებში თუმცა პასუხიც არ მიგვიღია.“

წილკნის დევნილთა დასახლებაში ოთხასამდე კომლი ცხოვრობს, მოსახლეობა წუხს, რომ დასახლებაში არ დგას ნაგვის ურნები, რაც გარემოს გაბინძურებას იწვევს.

დასახლებაში არ არის სამედიცინო დაწესებულება, აფთიაქი, სკოლა და საბავშვო ბაღი. დევნილები პრობლემების მოგვარებაში, ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი