მთავარი » ქრისტიანობა

წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურულ კოპლექსს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.01.2017 | 3,001 ნახვა

წილკანი წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურულ კოპლექსს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიენიჭა.

სამინისტროს ინფორმაციით, წილკნის ღვთისმშობლის სახელობის არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც ამჟამად საეპისკოპოსო კათედრალს წარმოადგენს, მცხეთის რაიონის სოფ. წილკანში მდებარეობს. იგი მოიცავს ტაძარსა და გალავანს. ტაძარი აერთიანებს სამ სამშენებლო პერიოდს და სხვადასხვა ტიპის ნაგებობას: IV საუკუნის დარბაზულ ეკლესიას, V-VI სს. – ბაზილიკას, XI-XIIსს. – გუმბათოვან ტაძარს, ხოლო, ტაძრის გალავანი XVIII საუკუნისაა.

„კომპლექსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც ოთხ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ ნიმუშს აერთიანებს. ამასთან, გადმოსცემს არა მხოლოდ ქართული არქიტექტურის განვითარების საფეხურებს, არამედ, ქრისტიანობის გავრცელების ისტორიასაც. აქ მოღვაწეობდა და ტაძარშივეა დაკრძალული 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – ისე წილკნელი. გარდა ამისა, ძეგლი მდიდარია რელიეფებით, რომელთაგან ზოგიერთი, საეტაპო ნიმუშია.

გარდა არქიტექტურული და ხელოვნებათმცოდნეობითი ღირებულებებისა, წილკანი მნიშნელოვანია თავისი ისტორიითაც. იგი იყო საეპისკოპოსო ცენტრი, საიდანაც ხორციელდებოდა ქრისტიანობის შემოსვლა ქართლის მთიანეთში. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის მშენებლობის ეტაპები საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ეტაპების თანმდევია. შესაბამისად, ის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურია“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, წილკნის ღვთისმშობლის აქიტექტურულ კომპლექსს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2016 წლის ბოლოს მიანიჭა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი