მთავარი » საზოგადოება

წიგნის ბედი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.06.2015 | 3,840 ნახვა

ჩვენ, ადამიანები, წიგნის საშუალებით ვიღებთ ცოდნას, საჭირო ინფორმაციას და პასუხს კითხვებზე რაც გვაინტერესებს. სწორედ წიგნი გვიხსნის გზას მეცნიერების, ხელოვნებისა თუ კულტურისაკენ. წიგნი წიგნი კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია, რადგან მასში თითოეული ერის სულიერი და მატერიალური კულტურაა ასახული.

პირველი წიგნი ევროპაში 1440 წელს, იოჰან გუტენბერგის მიერ დაიბეჭდა, ხოლო პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი იბეჭდება რომში 1629 წელს. ეს იყო ქართული ანბანი ლოცვებითურთ და ქართულ-იტალიური ლექსიკონი, ხოლო მე-18 საუკუნეში თბილისის სტამბაში დაიბეჭდა – “სახარება”, “დავითნი”, “სამოციქულო” და “ვეფხისტყაოსანი”.

XX საუკუნეში ხდება კომპიუტერული ტექნიკის დანერგვა და განვითარება. თავდაპირველად კომპიუტერს მხოლოდ არითმეტიკული გამოთვლები შეეძლო, ახლა კი მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. კომპიუტერი არის ინფორმაციის მიღების უსწრაფესი და უმარტივესი გზა. კითხვაზე რომელს მიანიჭებთ უპირატესობას ინფორმაციის მოძიებისას უმრავლესობა გვიპასუხებს კომპიუტერს და ეს რა თქმა უნდა, ლოგიკურია. რატომ უნდა დავკარგო მაგალითად ერთ სიტყვის მოძიებისას ათი წუთი, როცა შემიძლია ეს სულ რაღაც წამებში ვიპოვო კომპიუტერის დახმარებით.

შეიძლება ითქვას, რომ წიგნი თანდათანობით თავის უპირველეს ფუნქციას კარგავს და მის ადგილს კომპიუტერი ისაკუთრებს, მაგრამ წიგნის ფუნქცია და როლი მივიღოთ ინფორმაცია, გავიგოთ საინტერესო ამბები, აღვიქვათ და განვიცადოთ ჩვენი საყვარელი გმირების ცხოვრება, განცდები შეუძლებელია ასე მარტივად დაიკარგოს და კომპიუტერმა ჩაანაცვლოს. წიგნმა საუკუნეებს გაუძლო და კიდევ გაუძლებს, მანამ სანამ ერთი ადამიანი მაინც იქნება მისი მკითხველი. რაც არ უნდა ვამტკიცოთ კომპიუტერი გვირჩევნია და წიგნს აღარ ვკითხულობთო, ეს ასე არ არის და ამას გაყიდული წიგნების ტირაჟიც მოწმობს. არსებობს წიგნები, მწერლები რომელსაც ვერანაირი კომპიუტერი ვერ ჩაანაცვლებს.

და ბოლოს, წიგნი – ეს არის კულტურა, სულიერი, მატერიალური, ადამიანისეული ცხოვრების მატიანე და ქრონიკა, რომელსაც გადაშენება არ უწერია კარგი მწერლების წყალობით. თუმცა, არც კომპიუტერის უარყოფა შეიძლება, რადგან იცვლება დრო და ინფორმაციის მიღების ეს უსწრაფესი გზა აუცილებელია, რათა არ ჩამოვრჩეთ ტექნიკურ პროგრესს, მაგრამ მთავარია არ დაგვავიწყდეს რომ კომპიუტერი გამოვიყენოთ, როგორც დამხმარე და არ უარვყოთ წიგნი.

ანა ტყებუჩავა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი