მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

“წიგნი უნდა იყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი და პირველი მეგობარი”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.07.2020 ერთი კომენტარი | 1,292 ნახვა

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის , უწ­მინ­დესისა და უნეტარესის, ილია მეორის თქმით, წიგნს ძა­ლი­ან დიდი ძალა აქვს და
ადა­მი­ანმა ის არ უნდა და­ი­ვი­წყოს.

“წიგნი უნდა იყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი და პირველი მეგობარი. ათი უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთავროს ადამიანმა და წიგნის კითხვა არ იცოდეს, ეს სასწავლებლები ვერაფერს მოუტანს, ამიტომ ამ საკითხს უნდა მიხედოთ. შაბათს განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ და ვიკითხოთ, თუმცა როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ყოველთვის უნდა ჩავხედოთ წიგნს და ამოვწეროთ ბრძნული გამონათქვამები. ტელევიზორმა და ინტერნეტმა დღეს ძალიან გაიტაცა ჩვენი ახალგაზრდობა. ბევრი ვიცით, მაგრამ არა სიღრმისეულად. როგორც პეპელა დაფრინავს ერთი ყვავილიდან მეორეზე, ისე ვართ”.

პატ­რი­არ­ქის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბას წერა-კი­თხვის კულ­ტუ­რა აკ­ლია და არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი უმაღ­ლესს ამ­თავ­რებს, თუმ­ცა არ იცის, სად დას­ვას სას­ვე­ნი ნიშ­ნე­ბი ან რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნოს ცი­ტი­რე­ბა.

“ხში­რია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი იწერს სხვა წიგ­ნი­დან და თა­ვის ნათ­ქვა­მად
მი­იწერს, რაც და­უშ­ვე­ბე­ლია. შე­საძ­ლოა გა­გიჩ­ნდეთ კი­თხვა, რო­მე­ლი
წიგ­ნე­ბი­დან უნდა და­ი­წყოთ. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს არის ბიბ­ლია. იქ არის დიდი სიღ­რმე, სიბ­რძნე, სუ­ლი­ე­რე­ბა და ცხოვ­რე­ბის წე­სე­ბი. დღე­ში თითო თავი უნდა წა­ი­კი­თხოთ. ჩვე­ნი დიდი წი­ნაპ­რე­ბი გრი­გოლ ღვთის­მე­ტყვე­ლი, ბა­სი­ლი დიდი და იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რი სწავ­ლობ­დნენ და კი­თხუ­ლობ­დნენ ფი­ლო­სო­ფი­ურ წიგ­ნებს და ამან დიდი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ვი­საც არ და­უ­წყია კი­თხვა, დღე­ი­დან და­ი­წყეთ”, – აღნიშნავს ილია მეორე.

პატრიარქის ქადაგება, 16.06.2013




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • Liana Hoffmann says:

    Ewa-ngeliumi, sachar-eba, bi-blia, cakitchwis dros daukwirdit sitkwebs,caikitchet uku -gma,itamaschet sitkwebit dazeret, agwi-sto,noe-mberi, mogikwebit ra mochda sam-otcheschi=34, nachet diureris quadrati=saturnis quadrati, 4 -15-14-1/9-6-7-12/5-10-11-8/16 3-2-13;daceret es ziprebi ertimeoris kwesch da schekribet 4+15+14+1=sam-otche. Adam-madas moschiwda ,awida chese da tschamowarda,moitecha nekni-neka-patara dzwali, moukwanes kali da gankurna, daerkwa neknis kali-ilaklal. Chriki=6666=1666. An 666=1666 am cels daeza antichriste. Tu sizche gakwt tschaechutet kitrs, an cherischet :iesom schegrischos , an tawsch j atrialet -mcholod ketili pikrebit,itschurtschulet, schekitchwa:rogor daazknareb gabrazebul gonebas? Mcholod ketili pikrebi,mcholod ketili pikrebi, es sitkwebi gamoikenet koweli sakmis cin da dasasruls, mag :midichar mezobeltam. Roza gamozchadebas kitchulobt, tawschi atrialet :daapatarawe gansazdeli, an operaziis dros, an daawadebis dros:daapatarawe daawadeba, chmadabla . Achali misalmeba=boroti. Mcholod ketil pikrebs gisurweb. Mschwerplis schecirwa ar dagawizkfet. Mer-cede-s m.ü.M., kartlis deda /maia.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი