“წიგნი უნდა იყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი და პირველი მეგობარი”
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის , უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის თქმით, წიგნს ძალიან დიდი ძალა აქვს და
ადამიანმა ის არ უნდა დაივიწყოს.

“წიგნი უნდა იყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი და პირველი მეგობარი. ათი უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთავროს ადამიანმა და წიგნის კითხვა არ იცოდეს, ეს სასწავლებლები ვერაფერს მოუტანს, ამიტომ ამ საკითხს უნდა მიხედოთ. შაბათს განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ და ვიკითხოთ, თუმცა როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ყოველთვის უნდა ჩავხედოთ წიგნს და ამოვწეროთ ბრძნული გამონათქვამები. ტელევიზორმა და ინტერნეტმა დღეს ძალიან გაიტაცა ჩვენი ახალგაზრდობა. ბევრი ვიცით, მაგრამ არა სიღრმისეულად. როგორც პეპელა დაფრინავს ერთი ყვავილიდან მეორეზე, ისე ვართ”.
პატრიარქის თქმით, საზოგადოებას წერა-კითხვის კულტურა აკლია და არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი უმაღლესს ამთავრებს, თუმცა არ იცის, სად დასვას სასვენი ნიშნები ან როგორ გამოიყენოს ციტირება.
“ხშირია, როდესაც ადამიანი იწერს სხვა წიგნიდან და თავის ნათქვამად
მიიწერს, რაც დაუშვებელია. შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა, რომელი
წიგნებიდან უნდა დაიწყოთ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ბიბლია. იქ არის დიდი სიღრმე, სიბრძნე, სულიერება და ცხოვრების წესები. დღეში თითო თავი უნდა წაიკითხოთ. ჩვენი დიდი წინაპრები გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბასილი დიდი და იოანე ოქროპირი სწავლობდნენ და კითხულობდნენ ფილოსოფიურ წიგნებს და ამან დიდი შედეგი გამოიღო. ვისაც არ დაუწყია კითხვა, დღეიდან დაიწყეთ”, – აღნიშნავს ილია მეორე.
პატრიარქის ქადაგება, 16.06.2013
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
Ewa-ngeliumi, sachar-eba, bi-blia, cakitchwis dros daukwirdit sitkwebs,caikitchet uku -gma,itamaschet sitkwebit dazeret, agwi-sto,noe-mberi, mogikwebit ra mochda sam-otcheschi=34, nachet diureris quadrati=saturnis quadrati, 4 -15-14-1/9-6-7-12/5-10-11-8/16 3-2-13;daceret es ziprebi ertimeoris kwesch da schekribet 4+15+14+1=sam-otche. Adam-madas moschiwda ,awida chese da tschamowarda,moitecha nekni-neka-patara dzwali, moukwanes kali da gankurna, daerkwa neknis kali-ilaklal. Chriki=6666=1666. An 666=1666 am cels daeza antichriste. Tu sizche gakwt tschaechutet kitrs, an cherischet :iesom schegrischos , an tawsch j atrialet -mcholod ketili pikrebit,itschurtschulet, schekitchwa:rogor daazknareb gabrazebul gonebas? Mcholod ketili pikrebi,mcholod ketili pikrebi, es sitkwebi gamoikenet koweli sakmis cin da dasasruls, mag :midichar mezobeltam. Roza gamozchadebas kitchulobt, tawschi atrialet :daapatarawe gansazdeli, an operaziis dros, an daawadebis dros:daapatarawe daawadeba, chmadabla . Achali misalmeba=boroti. Mcholod ketil pikrebs gisurweb. Mschwerplis schecirwa ar dagawizkfet. Mer-cede-s m.ü.M., kartlis deda /maia.