მთავარი » საზოგადოება

წიგნი და თანამედროვე საზოგადოება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.10.2011 10 კომენტარი | 18,458 ნახვა

დღევანდელ საქართველოში ადამიანის დამოკიდებულება კითხვისადმი აქტუალური, პრობლემატური თემაა. წიგნი კითხვა ყველას შეუძლია, მაგრამ გააჩნია რას, რისთვის და რატომ წაიკითხავ. სწორი არჩევანის გაკეთება, ალბათ, მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ. ჰიუგო წერდა: “ავტორი ქმნის წიგნს, საზოგადოება კი მიიღებს ან უკუაგდებს მას. წიგნის შემოქმედი ავტორია, მისი ბედის შემოქმედი კი – საზოგადოება.”

იქნებ ვინმეს დაებადოს აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვისაა საჭირო წიგნების კითხვა, როცა ეს ცხოვრება ისედაც გადაშლილ წიგნს ჰგავს, ათასჯერ წაკითხულს წინა თაობის მიერ, მაგრამ დღეისთვის მაინც გაუგებარსა და ამოუცნობს. არსებობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც კითხულობს იმისთვის, რათა ამაღლდეს საკუთარ ცხოვრებაზე და ჩასწვდეს სხვისას. ლიტერატურაში წვრილმანიც ხომ მკითხველისთვის აშკარა და ნათელი ხდება. ავტორი ამაყობს თავისი შემოქმედებით, ის ბედნიერია, როდესაც ხვდება, მისი ნაწარმოები საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეიყვარა, როცა ადამიანები ერთხელ წაკითხულს კვლავ უბრუნდებიან ხოლმე, ეს უკვე მწერლის გამარჯვებაა, რევანშია. წიგნი, რომელიც ორჯერ წაკითხვის ღირსი არ არის, არც ერთხელ წაკითხვის ღირსი ყოფილა, რადგან როცა წიგნი მოგწონს, გხიბლავს, როცა მისი კითხვისას უდიდეს სიამოვნებას განიცდი, ლოგიკურია, გიჩნდება სურვილი, დაუბრუნდე განვლილ წუთებს და კვლავ განმეორდეს ის თრთოლვა, წაკითხვამ რომ მოგგვარა ერთხელ.

ადამიანი ზოგჯერ მხოლოდ ერთი აკვიატებული სურვილის დასაკმაყოფილებლად კითხულობს, შეიქმნას სხვათა თვალში გემოვნებიანი მკითხველის იმიჯი. საზოგადოების გარვეულ ნაწილს დიდ სირცხვილად მიაჩნია იმის აღიარება, რომ სულაც არ ეჭაშნიკება ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა… ესირცხვილებათ და იქნებ ასე ჯობდეს კიდეც. ვიყოთ ობიექტურები და ნურც იმ ადამიანთა აღნიშვნა დაგვავიწყდება, რომელთა ცხოვრების თითოეული დღე კითხვის გარეშე წარმოუდგენელია. ასეთები საბედნიეროდ, ბევრნი არიან. ეს გარემოება იმედის მომცემი და მასულდგმულებელია.

ასე რომ, საზოგადოების კითხვისადმი დამოკიდებულება მრავალგვარია. ძნელია და, ალბათ, უსამართლობაც იქნებოდა ყველა ერთ ჩარჩოში მოგვექცია. მიზანი წიგნთან მიმართებაში თითოეული ადამიანისთვის განსხვავებულია. ერთი კია, წიგნის სიყვარული ადამიანს აღამაღლებს, მის მსოფლმხედველობას რადიკალურად ცვლის, რადგან ამქვეყნიური სამოთხე სუფთა სინდისსა და კარგ წიგნებშია.

ქრისტინე გამთენაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

10 კომენტარი »

  • რომა says:

    ძალიან კარგი სტატიაა,დიდი მადლობა.ვფიქრობ რომ ადამიანთა ის კატეგორია,რომელთაც არ უყვართ კითხვა,მაინც დასაფასებელნი არიან და ამის გულისათვის არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი მეტად პრივილეგირებულად ვიდრე ისინი.ალბათ მეთანხმებით.ზოგს უყვარს წიგნი,ზოგს არა.ორივე შემთხვევაში ადამიანი თანასწორ პატივს უნდა იღებდეს საზოგადოებიდან.

  • ანი. says:

    ხო მაგრამ, წიგნიერი ადამიანი, თავისი ინტელექტიდან და შეგნებიდან გამომდინარე უფრო მეტ პატივისცემასა და დაფასებას გრძნობს საზოგადოებისგან, თავისდაუნებურად ასეა..

  • ლევანი says:

    იცი რომა წიგნიერ ადამიანს არ წარმოუდგენია თავი პრივილეგირებულად თუ ის მართლა წიგნიერია, მით მეტი უმწეობის შეგრძნება უჩნდება თავის თავზე რაც მეტად წიგნიერია. მაგრამ ზუსტად უწიგნურები, დიახ უწიგნურები არიან ისინი ვინც თავს უფრო პრივილეგირებულათ თვლიან წიგნიერებზე, რომელის დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა. საზოგადოებაში წიგნიერი ადამიანის პრივილეგირებულობა ,საზოგადოების წარმოდგენა კი არ უნდა იყოს, წიგნიერი ბევრად პრივილეგირებული უნდა იყოს უწიგნურზე!

  • რა საცოდავი იქნებოდა კაცობრიობა წიგნი რომ არ გვქონოდა…წიგნი სალაროა ჩვენი ხსოვნისა,წიგნი ხიდია წარსულისა,აწმყოსა და მომავალს შორის, აი ამიტომ უნდა გვიყვარდეს წიგნი…!!!!( კონსტანტინე გამსახურდია)

  • Ruzi says:

    Wigriereba hirsebis upirvelesi sazomi ar aris .

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი