მთავარი » სხვადასხვა

ჭიათურა კაცხის ტაძრის 1000 წლისთავს აღნიშნავს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.10.2014 | 2,160 ნახვა

19 ოქტომბერს ჭიათურობასთან ერთად კაცხობაც გაიმართება

ბოლო რამდენიმე წელია, რაც ჭიათურაში საფუძველი ჩაეყარა სახალხო ზეიმ „ჭიათურობას“. დღესასწაული ყოველთვის ოქტომბერში იმართება და მასში მონაწილეობას, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, მოწვეული სტუმრებიც იღებენ.

კაცხის ტაძარი

ამავდროულად, ჭიათურა კაცხის ტაძრის 1000 წლისთავს აღნიშნავს.

19 ოქტომბერს, კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინება, მოგვიანებით კი, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მშენებარე ტაძარიდან, კაცხის მაცხოვრის შობის ტაძრამდე, ფეხით მსვლელობა მოეწყობა.

კაცხის საიუბილეო ღონისძიებაზე საქართველოს ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებიც იქნებიან და საზეიმო პარაკლისსაც გადაიხდიან სოფელ კაცხში, სადაც ღირსშესანიშნავი სვეტის გარდა 1014 წელს აშენებული მაცხოვრის ტაძარიცაა.

ჭიათურობას, როდესაც მთელი მუნიციპალიტეტი აღნიშნავს კაცხის ეკლესიის 1000 წლის თავს, სიმბოლურად დაირგვება 1000 ძირი ფიჭვი 2-2 მწკრივად.

კვირეულის ფარგლებში, ასევე დაგეგმილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის, საპატიო მოქალაქეთა დაჯილდოება, ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა, ტურნირები მინი ფეხბურთში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი