მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ჭერემის წმ. ბარბარეს ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.12.2020 | 739 ნახვა

წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია საქართველოს ბევრ კუთხეში გვხდება. ერთი – ერთი მათგანია გურჯაანში, ჭერემის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არსებული წმ. ბარბარეს ეკლესია, რომელიც მდებარეობს სოფელ ჭერემის აღმოსავლეთით ოთხი კილომეტრის მანძილზე, ნამოსახლარ ჭერების ერთ-ერთ უბანში, სასახლის ნანგრევიბიდან სამოციოდე მეტრის დაშორებით.

ძეგლი ისეთივე წყობითა და მასალითაა ნაგები, როგორითაც ჭერემის ციხე-დარბაზი და სასახლე. ნ. ჩუბინაშვილი მას V საუკუნის ბოლო მესამედის ძეგლად მიიჩნევს. ეკლესია დარბაზულია (6.8 მ * 4.3 მ-ზე) აქვს ნალისებრი საკურთხეველი, რომელშიც თითქმის პარალელურ-წირთხლებიანი, ნალისებრი თაღით გადახურული სარკმელია გაჭრილი. ასეთივე სარკმელი ჰქონია ეკლესიას სამხრეთ კედელშიც (ამჟამად აღდგენილია). კამარა ეყრდნობა გრძივ კედლებს, საბჯენი თაღების გარეშე.

XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ძეგლზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროს სამხრეთ ფასადის წინ გამოვლინდა განვითარებული შუა საუკუნეების მინაშენი (სიგძე – 3.37 მ) – შესასვლელით სამხრიდან. მინაშენის იატაკი ეკლესიის ცოკოლის დონეზეა, ცოკოლი კი იატაკის ქვეშაა მოქცეული. მინაშენი ნაგები ყოფილა არათანაბარი ზომის ნატეხი ქვით. წყობაში რიგების სწორხაზოვნება მეტ-ნაკლებად დაცულია. მინაშენში ეკლესიის სამხრეთ კედელზე მიდგმულია შირიმის ქვაში გამოკვეთილი ემბაზი. ეკლესიის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებთან გამოვლინდა ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები, რომლებიც მინაშენის თანადროულად შეიძლება მივიჩნიოთ.

ეკლესიის აღმოსავლეთით, ორმოცდაათიოდე მეტრზე გამოვლინდა დიდი ზომის ნაგებობა (გეგმა სრულად არ იკითხება), რომელიც სამშენებლო მასალითა და ტექნიკით ჭერემის ციტადელის დანარჩენი ნაგებობების იდენტურია. ნაგებობის აღმოსავლეთით, ბორცვზე წმ. გიორგის სახელობის (წვეროდაბალის) ეკლესიაა. სწორედ წვეროდაბალის ეკლესია უნდა იყოს ვახტანგ გორგასლის მიერ აგებული საკათედრო ტაძარი.

http://www.novators.ge




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი