მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ჭელიშის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.06.2019 | 945 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგნეტოს, შპს „RMG GOLD-სა და ეპარქიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, მიმდინარეობს ჭელიშის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, სააგენტოსა და კომპანიის წარმომადგენლებმა, ნიკორწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსთან მეუფე ვახტანგთან და სახელმწიფო რწმუნებულთან არჩილ ჯაფარიძესთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.

ჭელიში წყაროებში პირველად XI საუკუნეში იხსენიება. მომდევნო ხანაში აქ სამონასტრო ცხოვრება მოიშალა.

XVIII საუკუნის II ნახევრიდან აქ სამონასტრო ცხოვრება მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა და XX საუკუნის 20-იან წლებამდე გრძელდებოდა.

ჭელიშში ინახებოდა მრავალი ქართული ხელნაწერი. 1902 წელს არქიმანდრიტმა ამბროსი ხელაიამ ეკლესიის ეზოში აღმოაჩინა აკლდამა, სადაც ინახებოდა „მოქცევაი ქართლისაი“ს მანამდე უცნობი ხელნაწერის ვარიანტი, შატბერდულზე უფრო ვრცელი.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი