მთავარი » ჯანმრთელობა

რა იწვევს ჭარბთმიანობას?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.11.2012 9 კომენტარი | 20,320 ნახვა

ჭარბთმიანობის პრობლემა უამრავ ადამიანს აწუხებს. რა არის მისი გამომწვევი მიზეზი და როგორ ხდება მისი მკურნალობა?

ჭარბთმიანობახათუნა ღურჭუმალიძე (კანისა და ვენ.სნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის ექიმი დერმატო-ვენეროლოგი):

“ჰიპერტრიქოზი (ჭარბთმიანობა) – დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია თმის ჭარბი ზრდა სხეულის იმ ადგილას, სადაც ის არის ნორმაში ასაკის, სქესისა და ეთნიკური წარმოშობის გათვალისწინებით.

განასხვავებენ ჰიპერტრიქოზის თანდაყოლილ და შეძენილ ფორმებს. გავრცელების მიხედვით კი გამოყოფენ ლოკალურ (ადგილობრივ) და გენერალიზირებულ (მთელ სხეულზე) ფორმებს.

თანდაყოლილი ჰიპერტრიქოზი გენეტიკურ დაავადებაზე მიგვანიშნებს.

შეძენილი ჰიპერტრიქოზის მიზეზებია: საკვერცხეების, თირკმელზედა ჯირკვლისა და ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლიგია (ბაზედოვის დაავადება), ჰორმონული (კორტიკოსტეროიდების, ანდროგენების) და სხვა პრეპარატების (სრეპტომიცინის, პენიცილინის, ცეფალოსპორინების ჯგუფი) ხანგრძლივი მიღება, საკვერცხეების პოლიკისტოზი, ნერვული სისტემის დაავადებები: თავის ტვინის სიმსივნეები, ეპილეფსია, სარძევე ჯირკვლის სიმსივნე.

ლოკალურ ჰიპერტრიქოზს მიეკუთვნება განვითარების თანდაყოლილი ანომალია: თმიანი ლაქები (ბეკერის ნევუსი), ლაზერული ეპილაცია გადაბმული წარბები (ერთი ოჯახის წევრებში). შეძენილი ჰიპერტრიქოზი გვხდება გოგონებში პუბერტატულ ასაკში (კისრის, ზურგის, წელის, გავის მიდამოში).

16-22 წლის ქალებში ჰიპერტრიქოზი მკერდის, მუცლის, კიდურების არეში მეტყველებს თირკმელზედა ჯირკვლის, საკვერცხეების, ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაზე. ქალებში მენოპაუზის დადგომიდან 3-5 წლის შემდეგ ვითარდება ე.წ. კლიმაქტერული ჰიპერტრიქოზი.

თანდაყოლილი ჰიპერტრიქოზი არ იკურნება, შეძენილის განკურნება კი ეფექტურია მას შემდეგ, რაც დადგინდება თმის ანომალური ზრდის მიზეზი. ლოკალური ჰიპერტრიქოზის დროს მიმართავენ ეპილაციას, სხვადასხვა სახის დეპილატორებს. შესაძლებელია თმის გაღიავება წყალბადის ზეჟანგის შემცვლელი ხსნარებით. ჭარბთმიანობის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია ლაზერული ეპილაცია, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა, უმტკივნეულო და სწრაფი. პროცედურის შემდგომ კანი ხდება უფრო გლუვი და ნაზი. აპარატში ჩამონტაჟებულია გამაგრილებელი სისტემა, რომელიც იცავს კანს დამწვრობისგან და ტკივილს მინიმუმამდე ამცირებს.”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • shorena says:

    makvs kitxva, didixania ar gvichndeba shvili titkmis kvelaferi gamovikvlie da kvelaferi rigsea ,rogorz ekimebi meufnebian, makvs tmianoba sheumchnevlat nikapse da mkerdse ,bolo dros aseve zxvirshiz raz vizi ro mxolod mamakazebs akvt. risi brali sheizleba ikos da rogor vimkurnalo

  • Давид Нанобашвили
    REVITALIZER – ქალების ჭარბი თმიანობა ტანზე, თმის ცვენა თავზე, პროსტატის ადენომა და სიმსივნე დასრულდა!!! :)
    ყველა ამ პრობლემის მიზეზი, ქალებსა და მამაკაცებში დიჰიდროტესტოსტერონის სიჭარბეა, რომელიც ტესტოსტერონზე ფერმენტ 5a-რედუქტაზის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება! ტომ მაუერმა შექმნა გრანდიოზული მცენარეული, უსაფრთხო, ჰორმონების არ შემცველი ფორმულა – Revitalizer, რომელიც ბლოკავს დიჰიდროტესტოსტერონის პროდუცირებას. დაემშვიდობეთ ქალბატონებო ჭარბ თმიანობას ტანზე, თმის ცვენას თავზე, ფრჩხილების მტვრევას; ხოლო მამაკაცებო თავზე თმის ცვენას და რაცე მთავარია პროსტატის ადენომებსა და პროსტატის სიმსივნეებს!

  • ფიქრია says:

    მაქვს გახშირებული თმის ცვენა და გათმიანებული რამდენიმე პატარა ადგილი არასასურველ ადგილას. ანალიზის შედეგად, აღმომაჩნდა, რომ ჩემი დაავადების მიზეზია “ka+”–ის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში. როგორც ვიცი ეს არის თირკმელზედა ჯირკვლის დაავადება. შინაგანად არაფერი არ მაწუხებს, საერთოდ. შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით მითხრათ რამე?..

  • maia says:

    mkavs 9 tslis gogona. charb tmiania. gansakutrebit ulvashebi etkopa, zurgzec sakmaod etkoba, magram saxeze rom akvs dzalian atsuxebs. bavshvi shavgremania da amitom tvalshisacemia. bavshvic dakompleksebulia dzalian. ra sheidzleba gaketdes am asakshi ? dzalian gtxovt ikneb dagvakvalianot. tsinastar gixdit madlobas.

  • natia says:

    gamarjobat maqvs mcire raidenobit tmianoba da mestruacia areuli endikrinologtan vikavi da mitxra rigzea kvelaperio da ginekologiuri ganokvlevebic sachioa albat ? da mainteresebs conis mateba ti icis am broblemebma?

  • natia gaga says:

    gamarjobat saxeze shevnishne 1 moshavo peris tma da risi brali sheidzleba iyos da vis mivmarto

  • tea says:

    gamarjoba ,myavs 6 clis gogo ,sharshan viyavit eqimtan da mitxra sagangasho araperia rac bavshvs patarpatara tma aqvs eg noraluriao,axla vnaxe rom dabla tmebis zrda daecyo,da intimur adgilas cota camozrdia,ra vnq isev eqims unda mivmarto? es problema 6 clis asakshi zrda rom daecyo?

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი