მთავარი » ქრისტიანობა

“წაჩხურობა” – წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.04.2014 28 კომენტარი | 30,759 ნახვა

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარე წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, ხირზენის კალთაზე, მაღლობზე მდებარეობს.

სამეგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილებზე გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს. აკვანი
ტაძარი მოგვიანებით მე-7 საუკუნეში აუგიათ, თუმცა ჩვენამდე განახლებული, მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. ტაძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა, თუმცა ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს…

ტაძარს მრავალი მომლოცველი სტუმრობს, განსაკუთრებით, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, როცა დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება. ამ დღეს ტაძარში მოსალოცად, უფრო მეტად, შვილოსნობის მთხოვნელი და თხოვნის შესრულების გამო მმადლობელი ადამიანები მოდიან… მათ თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს. იმ მიზნით, თუ უფალი მათ შვილს აჩუქებს, მას ქრისტეს სიყვარულით აღზრდიან.
„წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება და მათ ლოცვებში იხსენიებენ, წყვილები ეზიარებიან და შემდეგ მათ და მომლოცველებს საგანგებოდ, ეპარქიის სახელით გაშლილ ტრაპეზზე ეპატიჟებიან.

წაჩხურუს მთავარანგელოზთა ტაძართან დაკავშირებული სასწაულებზე მამა სერაფიმე დანელია გვესაუბრება, რომელიც 13 წლის განმავლობაში მსახურობდა წაჩხურუს ტაძარში და პირველი წირვაც სწორედ მან აღავლინა.

დეკანოზი სერაფიმე დანელია: „წაჩხურუს მთავარანგელოზთა ტაძარი განსაკუთრებულად ახლობელია ჩემთვის. ჩემი მღვდლობის პირველმა წლებმა ძირითადად სწორედ ხირზენის მთებიდან მომხიბვლელად მომზირალი წაჩხურუს ტაძრისკენ მიმავალ ბილიკებზე გაიარა.

ოდითგანვე, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათ დღეს, აღინიშნებოდა მოსკე-წაჩხურუს დღესასწაული, ამიტომაც ეს დღე- ხუთშაბათი-სამუდამოდ დაებედა წაჩხურუს ტაძარს. ყოველი კვირის ამ დღეს ამოდიოდა ტაძარში ხალხის გარკვეული რაოდენობა და მეც, ამ დღის დილის ბინდ-ბუნდში შევუყვებოდი მთების აღმართებში მიმავალ ბილიკს. გზა სოფელზე გადიოდა და ვამჩნევდი, როგორ მიმაცილებდა მრავალი თვალი, ზოგი გაკვირვებული, ზოგი გახარებული, მაგრამ მაინც, აკვანი ყველაზე დიდი სიხარულით წაჩხურუს სოფელში მიმელოდნენ. დილით ადრე იღვიძებდნენ, რომ მომსალმებოდნენ და გულღიად გაეღიმათ ჩემთვის. მერე შეიკრიბებოდნენ და ტაძარში ამოვიდოდნენ, რათა ესაუბრათ მამაოსთან ან დამხმარებოდნენ საქმეში. ზოგჯერ ღამითაც ვრჩებოდი ტაძარში და მაშინაც მომიკითხავდნენ სოფლის კაცები: მამაო მარტოა მაღლა მთებშიო და საჭმელ-სასმელით დატვირთული ამოდიოდნენ…

ერთხელ, დიდი მარხვის ვნების პარასკევს, საშინელი ქარბორბალა დატრიალდა და ჩემზე რწმუნებული სალხინოს ღვთისმშობლის ტაძრისა და წაჩხურუს მთავარანგელოზების ეკლესიის სახურავები ერთდროულად მოხადა და გვერდზე მოისროლა…

წარმოიდგინეთ ჩემი მწუხარება, მით უმეტეს, როცა ჩემს ყურს ზოგიერთი ადამიანის ნიშნისმოგებით ნათქვამი მოსწვდა: ,,თუ ღმერთი არსებობს, რატომ გადახადა თავის ეკლესიებს სახურავიო“ ზოგმა ისიც თქვა, მამაოს წაჩხურუს ეკლესიიდან ხატი გაუტანია და ამიტომ მოხდა ეს უბედურებაო, არადა ხატი მართლა მქონდა შესაკეთებლად ჩამოტანილი… თითქმის მთლიანად მომიცვა სასოწარკვეთამ, აღდგომა და წაჩხურობა კარს იყო მომდგარი, წვიმდა გადაუღებლად და უკვე ტაძარში აღწევდა, მე კი მიტოვებულობის განცდას ვყავდი შეპყრობილი.

და აი, ერთ დღეს, როცა სულის გამაწამებელ კითხვებს, საბოლოოდ ვერაფრით ვუპასუხე, თითქოს გონება განათდაო, ვთქვი: მე არაფერი ვიცი, არაფერი მესმის, შენ მითხარი, შენი წმიდანის პირით-მეთქი და გადავშალე წიგნი, რომელიც ხელში მომხვდა და ვკითხულობ ბერი ზაქარიას სიტყვებს: ,,ყოველი განსაცდელი, რომელიც ჩვენზე მოიწევა – ღვთისაგანაა და ნუ ფიქრობთ, რომ ის ჩვენს დასაჯელად არის მოვლენილი, მას კაცთმოყვარე ღმერთი, მხოლოდ ჩვენს განსაწმედელად და გასაძლიერებლად დაუშვებს ხოლმე… და მინდა გთხოვოთ, მუხლს მოვიყრი თქვენს წინაშე და გთხოვთ: არასოდეს, რაც არ უნდა მოხდეს ნუ მიეცემით სასოწარკვეთას, არამედ მუდამ გჯეროდეთ ღვთის კაცთმოყვარეობისა“…

ეს იყო სასწაული. მე თითქოს ახალი ადამიანად დავიბადე. უძლეველი რწმენით ავივსე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და აი, მეორე დღეს გადმომცეს უცხოეთში მცხოვრები წაჩხურუელი ადამიანის მიერ გამოგზავნილი თანხა, რომლის მეშვეობითაც სამ დღეში ორივე ტაძარი დაიხურა და სრულ იქნა ჩვენი სააღდგომო სიხარული.

ასევე სასწაულებრივად მოხდა ტაძრის მოხატვა. წაჩხურობის დღესასწაულზე ჯვრის მთხვევის დროს მომიახლოვდა უცნობი ადამიანი და უბრალოდ მეუბნება, რომ ამ ტაძრის მოხატვას ფიქრობს და უნდა რომ დავაკვალიანო. მართალი გითხრათ, ეს ამბავი სერიოზულად ვერ მივიღე და გაღიმებულმა განვუმარტე, რომ ეს საქმე ძალიან დიდ თანხებთან და პრობლემებთან არის დაკავშირებული, რაზეც თვითონაც გაეღიმა და სრული მზადყოფნა გამომიცხადა. აკვანი თურმე ძეს ითხოვდა უფლისგან და ჩაუთქვამს ასეთი შესაწირი. ასე მოულოდნელად დაიწყო და დღევანდელ დღემდე გრძელდება ამ ადამიანის თანადგომა ამ ტაძრის მიმართ. გალავანი, სამრეკლო, სამონასტრო კომპლექსი… ძე და მემკვიდრე კი ტაძრის მოხატვის დაწყებიდან ერთ წელიწადში აჩუქა უფალმა…

ტაძრის კარიბჭის მაღლა აწერია ციფრი 1957 წელი. როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, სწორედ კომუნიზმის ზეობის ამ წლებში გადაიხურა წლების უკან სახურავმოძარცული, ჯვარმოგლეჯილი და გატიალებული წაჩხურუს მთავარანგელოზთა ტაძარი. გადახურული იქნა იმ ადამიანის შთამომავლების მიერ, რომელიც იმ ავბედით წლებში ხელმძღვანელობდა ტაძრის ხელყოფას და ტანჯვა-წვალებით გარდაიცვალა აფხაზეთში. მისი შვილებიც პარტიული ადამიანები და თანამდებობის პირები იყვნენ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმე აღესრულებინათ. უნდა ითქვას, რომ ამ მოვლენამ იმ პერიოდში უფრო აამაღლა ხალხში რწმენა და პატივისცემა ამ ტაძრისადმი.

ტაძარს მოსკე-წაჩხურუს ეძახიან, რაც მეძევეს ნიშნავს. აქ უპირატესად მემკვიდრის, ძის სათხოვნელად ამოდიან, ხშირად ფეხშიშველები და პატარა აკვნით ხელში. იქ მსახურების 13 წლის მანძილზე ბევრ სასწაულს შევსწრებივარ. ბევრი მინახავს ბავშვით ხელში და მადლობით ამოსული ადამიანი. ჩემს ახლობელს, რომელსაც წლების მანძილზე მუცელი ეშლებოდა, აქ მისთვის აღვლენილი წირვა-ლოცვის მერე შვილი შეეძინა და დაპირებისაებრ აქ მონათლა… შორიდან ჩამოვიდა წლების მანძილზე უშვილო მოძღვარი მეუღლესთან ერთად და შეკვეთილი წირვის და აღსარება-ზიარების შემდეგ მომავალ წელს შვილი შეეძინათ…

სასწაული უფლისაგან იმის გამო კი არ გვეძლევა რომ ამას ვიმსახურებთ, არამედ მისი უსაზღვრო კაცთმოყვარებისა და მისდამი რწმენაში ჩვენი გაძლიერების გამო.
წაჩხურუს მთვარანგელოზები გვეწეოდეს!“

მნიშვნელოვანია, რომ „წაჩხურობას“ ხშირად წვიმიანი ამინდია, რის გამოც მომლოცველებს სამანქანო გზის ნაცვლად, ფეხით უწევთ მონასტრამდე მისვლა, თუმცა უამინდობის მიუხედავად, აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა…


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

28 კომენტარი »

  • giorgi says:

    წაჩხურუს მთავარანგელოზო შეეწიე სრულიად საქართველოს და ყველა ოჯახს მიჰმადლე ძე უფლის სადიდებლად და ქვეყნის სამსახურად

  • maia says:

    machuqe shvili cachxurus mtavarangelozo.sheecie chems patara ojaxs da sixaruli mogviviline gtxov.

  • eka says:

    me am tazarshi locvis shedegad dges ori bichis deda var…

  • ნანა ბესო says:

    წაჩხურუს მთავარანგელოზო გთხოვ მალე გვაჩუქო შვილი რომელსაც ღვთის სიყვარულში გავრზდით…

  • ზაზა ლელა says:

    წაჩხურის მთავარანგელოზი შეეწიოს ყველა უშვილო დედას, გამხდარიყვნენ დედები და მამები. მე ამის დიდი რწმენა მაქ.

  • paata says:

    მე პირველად რომ ავედი, ცოლიც არ მყავდა, ჩემი ძმა და რძალი წავიყვანე მანქანით, მაშინ ეკლესიურად არ ვცხოვრობდი, მაგრამ მაინც ვთხოვე ღმერთს, აჩუქე შვილი ჩემს ძმას, და იქნებ მეც გადმომხედო და დავოჯახდე–თქო. 3 წელი გავიდა და მე უკვე ცოლ–შვილი მყავს, ჩემი ძმაც შვილს ელოდება, ახლა მეოთხედ ვაპირებთ წასვლას ყველანი, როგორ შეიძლება ღვთი ძალა და მადლი არ იწამოს ადამიანმა, როცა თავის თავზე გამოცდის ამ ყველაფერს. დიდება უფალს, შეგეწიოთ ყველას წაჩხურის მადლი და აგხდენოდეთ ის ნატვრა, რასაც ამ მადლიან ადგილას ინატრებთ!

  • nino says:

    rogor unda moemzado am tazarshi asvlis win vinc xart namyopi daweret komentari dzalian gtxovt. vici rom dzalian madliani adgilia da minda moviloco

  • oto says:

    mitxarit rogor unda movemzado madn asvlisas an ra unda mqondes tan.asvla minda magrad mara ar vici rogor unda moviqce asvlamde… iqneb mitxrat

    • ნანა says:

      ქრისტე აღდგა! ამ წელს ვიყავი და გაგიზიარებთ. თუ ზიარება გინდათ, ალბათ წინა საღამოს უნდა ახვიდეთ, მაგრამ იქ მოგიწევთ დარჩენა, მანქანაში. წელს ციოდაო. :) ან შეიძლება სადაც ცხოვრობთ იქ დაესწროთ ლოცვას. ჩვენ გავედით დილას 4 სთ-ზე და სოფ. წაჩხურუში ვიყავით 7 ზე, მაგრამ მანქანით არ გაგვიშვეს და დაახლოებით 1,5-2 სთ ფეხით ვიარეთ ზევით-ისე, მანქანა ადის თითქმის ბოლომდე. ამ წელს კარგი ამინდი იყო, წინა ღამით უწვიმია. წირვა დაიწყო სადღაც 9,30 ზე-მეუფე პეტრე წირავდა. თუ შვილიერების სათხოვნელად ადიხართ და აკვნის წაღება გინდათ, სჯობს თადარიგი აქედან დაიჭიროთ, იქ ვერ იშოვით. თუმცა, აკვნის გარეშეც შეიძლება-მოსახსენებელს წერს იქ მამაო და შემდეგ ყოველ ხუთშაბათს გიხსენიებენ.

  • თუ შეიძლება მითხრათ რომელ დღეს შეიძლება მიხვიდე ტაძარში მისალოცათ შვილის სათხოვრათ..

  • ხათუნა says:

    ღმერთო გადმოხედე ყველა უშვილო წყვილს,წაჩხურის მთავარანგელოზის მადლო და ძალა გევედრები და მშობლები გაგხადე მედა ჩემი მეუღლე,ამინ

  • ნინო says:

    წაჩხურის მთავარანგელოზო გევედრები შემეწიე და შვილი მაჩუქე,მოწყალებით გადმომხედე,ყველა უშვილო გახადე მშობლობის ღირსი, ამინ.

  • შორენა says:

    წაჩხურის მთავარანგელოზო გევედრებით გვაპატიეთ ჩვენი შეცოდებანი მოგვმადლეთ და გვაჩუქეთ შვილი მე და ჩემს მეუღლეს.გაგვხადეთ გირსნი ჩვენც ვიყვეთ მშობლები.შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ.შეიწყალეთ ყველა უშვილო წყვილი.ამინ.

  • ლია says:

    გემუდარები წაჩხურის მთავარანგელოზო… გევედრები ისმინე ჩემი ვედრება და მომმადლე შვილი…შემეწიე…

  • სოფო says:

    მე წელს მივდივარ , დარწმუნებული ვარ წაჩხურის მთავარანგელოზი წმინდა მარიამის მადლით შვილებს გვაჩუქებს მე და ჩემს მეუღლეს!!

  • ლიანა (მარიამი) says:

    წაჩხურის მთავარანგელოზო, გევედრებით გვაპატიეთ ჩვენი შეცოდებანი მოგვმადლეთ და გვაჩუქეთ შვილი მე და ჩემს მეუღლეს.გაგვხადეთ ღირსნი ჩვენც გავხდეთ მშობლები.შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ.შეიწყალეთ ყველა უშვილო წყვილი. ამინ.

  • IN says:

    მხოლოდ დიდ ხუთშაბათს შეიძლება აკვნის მიტანა?ან სხვა დროს ტუ არის ტაძარი ღია?

    • მარიამი says:

      წაჩხურუს მთავარანგელოზის ეკლესიის მოლოცვიდან თვენახევარში დავრჩი ორსულად და გავაჩინე სამი ტყუპი გოგო.მსგავსი ძალიან ბევრი ისტორია ვიცი ჩემს გარშემო.დიდება და მადლობა უფალს.

  • ანი says:

    ხო ვერ დამეხმარებით და მეტყვით დილით რომელ საათზე იწყება წირვა ? ვერ გავიგე პირველად მივდივართ. მადლობა წინასწარ

  • ანი says:

    გამარჯობათ ხო არ იცით რომელ საათზე იწყება წირვა? მადლობა

  • Shorena says:

    დდიდება უფალს.წაჩხურის მთავარანგელოზო გთხოვ შეგვინდო ჩვენი ცოდვანი.დალოცე და გამიმრავლე ჩემი შვილები,გახადე ღირსნი მშობლობისა ,მოჰმასლე შვილი,ისმინე ჩვნი,მათი ლოცვა დაშეეწიე ჩემს შვილებს გევედრები.ამინ

  • ნონა says:

    დიდება უფალს!გფარავდეთ წაჩხურის მთავარანგელოზნი!
    4 წელი არ მყავდა შვილი,2013 წლის წაჩხურობას შევევედრე უფალს…დღეს ვარ ორი შვილის დედა….მადლობა უფალს!ღმერთო შენ დალოცე და დაიცავი ყველა…

  • შეგიძლიათ ვინც იცით მომწეროთ წელს რომელ რიცხვშია წაჩხურობა მოსალოცად ავდივარ?შეეწიოს ყველა უშვილოს წაჩხურის ძალა და მადლი.

  • ნუნუ says:

    გამარჯობაა , მე წელს ვაპირებ წასვლას წაჩხურბაზეე და ხომ ვერ მეტყვით რა რიცხვშიაა

  • თეა says:

    ძალიან გთხოვთ მითხარით სხა დროს
    თუ შეიძლება ტაძარში ასვლა დღესასწაულის გარდა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი