მთავარი » კულტურა

გამოფენა და საგანმანათლებლო პროგრამა “ვხატავთ ფიროსმანს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.01.2013 | 1,218 ნახვა

2013 წლის 27 იანვარიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი, ვხატავთ ფიროსმანს წარმოგიდგენთ გამოფენას და საგანმანათლებლო პროგრამას, “ვხატავთ ფიროსმანს”.

გამოფენაზე წარმოდგენილია ფერწერული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, შექმნილი საბავშვო შემოქმედებით სახელოსნოში “ART-მარი”. მათში აისახა ასოციაციები, რომლებიც სახელოსნოს მოსწავლეებში ფიროსმანის შემოქმედებასთან სიახლოვით დაიბადა. სახელოსნოს მოსწავლეები სტუდენტებთან ჩაატარებენ სასწავლო პროგრამას. საგანმანათლებლო პროგრამა პირობითი თამაშის წესით გაიმართება, სადაც უმცროსი ასაკის მოსწავლეები, საკუთარი აღქმით, მოუთხრობენ მათ ფიროსმანის შესახებ და სთავაზობენ, შექმნან თავისუფალი ვარიაციები ფიროსმანის თემაზე. საგანმანათლებლო პროგრამაში ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები.

საგანმანათლებლო პროგრამა და გამოფენა არატრადიციულ ჭრილში, თავისუფალ თემაზე შექმნილ ასოციაციურ აზროვნებას წარმოაჩენს, რაც ყოველთვის ახალ და ნოვატორულ მიგნებებს წარმოშობს ხელოვნებაში და განავითარებს დამთვალიერებლის წარმოსახვას.

გამოფენის გახსნა: 27 იანვარი, 15:00 საათი
საგანამანთლებლო პროგრამა: 27 იანვარი 14:00 საათი

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი