მთავარი » ქრისტიანობა

ვნების შვიდეული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.04.2011 | 5,014 ნახვა

წმიდა მარხვის ბოლო კვირას ქრისტეს ჯვარცმის აღსანიშნად ვნების შვიდეული ეწოდება.

ამ კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს ვმარხულობთ უზეთოთ, ვისაც ჯანმრთელობა ხელს უწყობს.

ეკლესია დიდი მარხვის ბოლო კვირის დღეებში იხსენებს იმ მოვლენებს, რომლებიც მაცხოვრის, ჩვენი უფლის – იესო ქრისტეს ტანჯვასთან არის დაკავშირებული.

სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური გიორგი სანამაშვილი:

“ვიცით, რომ ცოდვით დაცემულ ადამიანს თავისთავად განწმენდა არ შეეძლო და ამიტომ სათნო იჩინა უფალმა, რომ მხოლოდშობლი ძე მისი წარმოეგზავნა წუთისოფელში, რომელიც კაცობრიობას ეშმაკის ტყვეობიდან იხსნიდა საკუთარი თავის – (ღმერთკაცის) მსხვერპლად მიტანით, რაც მის ტანჯვასა და შემდგომ – ჯვარცმაში გამოიხატა.

დიდ ორშაბათს, დიდ სამშაბათსა და დიდ ოთხშაბათს წმიდა ეკლესია სრულად კითხულობს ოთხთავს – ოთხი მახარებლის – მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებას.

დიდ ხუთშაბათს საიდუმლო სერობა აღინიშნება, რაც მაცხოვრის მიერ წმიდა ზიარების საიდუმლოს დაწესებასთან არის დაკავშირებული.დიდი ხუთშაბათიდან მოყოლებული წმიდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა – “უფალო და მეუფეო” აღარ იკითხება.დიდ პარასკევს (წითელი პარასკევი) წმიდა ეკლესია მაცხოვრის ჯვარცმას იხსენებს და იკითხება ჯვარცმასთან, ანუ ვნებასთან დაკავშირებული საკითხავები სახარებიდან.ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და ხორციელი სიკვდილი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

დღის ორ საათზე ეკლესიაში სრულდება ე.წ. “გარდამოხსნის გადმოსვენება” – იესო ქრისტეს სხეულის ჯვარიდან გადმოხსნის რიტუალი.

საღამოს იკითხება “თორმეტი ვნების სახარება”, ანუ ყველა ის ადგილი სახარებიდან, სადაც აღწერილია უფლის წმიდა ვნება ჯვარზე.

დიდ შაბათს კი, გამთენიისას ღვთისმშობლის გოდება და მაცხოვრის წესის აგება – დაფლვა აღესრულება.

სრულდება გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო, რის შემდეგაც მას შუა ტაძარში დაასვენებენ. ეს რიტუალი მომასწავებელია უფლის წმიდა სხეულის გადმოსვენებისა ჯვარცმის ადგილიდან მისთვის გამზადებულ საფლავში.
ამ დღეს მკაცრად ვმრახულობთ და წყლითა და პურით შემოვიფარგლებით მხოლოდ”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი