მთავარი » კულტურა

“ვიზრდებით აფხაზეთისთვის”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.12.2012 | 2,320 ნახვა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი, სსიპ კინოცენტრი “აფხაზეთი”, აფხაზეთის შემოქმედებით ბავშვთა კავშირი “მომავლის ხმა”, 16 დეკემბერს, 13:00 საათზე, აფხაზეთი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) აწყობს გამოფენა-წარდგინებას – “ვიზრდებით აფხაზეთისთვის”.

გამოფენა ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია II-ს.

გამოფენას დაესწრება უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გამოიფინება გალის რაიონის ოკუპირებული ტერიტორიის აფხაზეთის ა/რ საჯარო სკოლებისა და აფხაზეთიდან დევნილი შემოქმედი მოზარდების მშვიდობის თემაზე შექმნილი საუკეთესო ნახატები, თხზულებები, ამონარიდები საკუთარი ჩანახატებიდან და ესსებიდან.

ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს: აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა კავშირის “მომავლის ხმა” მეგობარი ანსამბლი “შავლეგო”; ხელოვნების სკოლა “აფხაზეთი N1”:ის ფოლკლორული ანსამბლი “აგუძერა”. შესრულდება საგალობლები, ქართული და აფხაზური სიმღერები.

სტუმრებს გადაეცემათ ალმანახი “მე და მშვიდობა”, რომელშიც გამოქვეყნებულია აფხაზეთელი შემოქმედი ბავშვების საკუთარი ლექსები, ესსები და ნახატები.

ალმანახი დაიბეჭდა უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი