მთავარი » კულტურა

ვიტორიო სელა სვანეთის მუზეუმში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.07.2014 | 2,093 ნახვა

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოში ვიტორიო სელა იტალიის საელჩო და National Geographic საქართველო,
წარმოგიდგენთ ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფისა მთამსვლელის და ვიტორიო სელას ფოტოგამოფენას.

ვიტორიო სელას (1859-1943) მიერ გადაღებული მთების ფოტოები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული ფოტოგრაფიის ამ მიმდინარეობაში. მას ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის გეოგრაფიის, ეთნოგრაფიის და ალპინიზმის განვითარებაში.

სელამ მონაწილეობა მიიღო მრავალ ექსპედიციაში ოთხ კონტინენტზე, მათ შორის სამ ექსპედიციაში კავკასიონზე (1889, 1890, 1896 წწ.). კავკასიის ექსპედიციების დროს გადაღებული ფოტომასალის დიდი ნაწილი სვანეთთან არის დაკავშირებული.

ათწლეულების შემდეგ ვიტორიო სელას ფოტოებზე აღბეჭდილი სვანეთი კვლავ დაბრუნდა იქ სადაც ფოტოგრაფი მოგზაურობდა.

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში წარმოდგენილია სელას მიერ აღბეჭდილი სვანური სოფლები, პეიზაჟები, ეთნოგრაფია, ოჯახები, ყოფა, პორტრეტები და სხვა. მათი ნაწილი ფართო საზოგადოებისათვის პირველად იფინება.

საქართველოს მრავალი კუთხით და განსაკუთრებით სვანეთით აღტაცებულმა ვიტორიო სელამ მსოფლიოს მომავალ თაობებს დაუტოვა ჩვენი ქვეყნის ამსახველი ულამაზესი ფოტოები და მნიშვნელოვანი ჩანაწერები. თავის ჩანაწერებში სელა სვანებს თვითმყოფად, ამაყ და კეთილშობილ ადამიანებად მოიხსენიებს. 1980 წელს ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა, რეზო თაბუკაშვილმა შესანიშნავი ფილმი „ვიტორიო სელა” გადაიღო.

ვიტორიო სელას ფოტომასალა, კავკასიური ექსპედიციების 800-მდე ნეგატივი, წერილები და დღიურები დაცულია სელას ფონდში (Fondazione Sella) ბიელაში და ალპური ფოტოგრაფიის ინსტიტუტში (Museo Nazionale della Montagna “Duca degli Abruzzi”) ტურინში.

მისამართი: სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი. მესტია, ა.იოსელიანის ქ.7.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი