მთავარი » ჯანმრთელობა

ვიტილიგოს მკურნალობის შედეგი ინდივიდუალურია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.12.2011 258 კომენტარი | 78,311 ნახვა

ვიტილიგო არის დერმატოზი (კანის დაავადება), რომელიც განპირობებულია კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევით, რის შედეგადაც წარმოიქმნება დეპიგმენტური (პიგმენტის არმქონე) ლაქები. ვიტილიგო ვიტილიგოს მქონე ადამიანი შეიძლება იყოს დონორი, რადგან დაავადება გადამდები არ არის. “ამბიონს” აღნიშნული დაავადების შესახებ კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი სამეცნიერო-სასწავლო დარგში, ივ.ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტისა და უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტის” ასოცირებული პროფესორი, ექიმი დერმატო-ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი ესაუბრა:

“ვიტილიგოს ე თ ი ო ლ ო გ ი ა და პ ა თ ო გ ე ნ ე ზ ი უცნობია. დაავადების განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებენ: ნეიროენდოკრინული დარღვევები – ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების, ჰიპოფიზის, სასქესო ჯირკვლების დისფუნქციები; ფსიქიკური ტრავმა; ვეგეტაციური ნერვული სისტემის დარღვევები (სიმპატიკოტონიის სიჭარბე); აუტოიმუნური პროცესები. არაიშვიათად აღინიშნება ვიტილიგოს ოჯახური შემთხვევები. კანის დეპიგმენტაციას უკავშირებენ ფერმენტ თიროზინაზის ბლოკირებას. აგრეთვე გამოყოფენ პროფესიულ ვიტილიგოს ალკილფენოლების (ტრეტბუტილფენოლი, ბუტილპიროქსატეხინი), პოლიაკრილატების ზემოქმედებით“.

რა ფორმით და ძირითადად რა ადგილებში უვლინდება ის ადამიანს, რა შემთხვევაში ხდება დაავადება პროგრესირებადი?

ვიტილიგო შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა ჩვეულებრივ 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში შეიმჩნევა. ქალები ავადდებიან რამდენადმე ხშირად. დაავადება ხასიათდება სხვადასხვა ზომისა და მოხაზულობის დეპიგმენტური ლაქების წარმოქმნით, რომლებიც მიდრეკილია პერიფერიული ზრდისაკენ, შემოსაზღვრული ზომიერი ჰიპერპიგმენტაციის ზონით, შეუმჩნევლად გარდამავალი ნორმალური შეფერილობის კანში. ძალიან იშვიათად შეინიშნება ვიტილიგოს ლაქები, გარშემორტყმული ძაფისებური, კანის ზედაპირიდან ოდნავ წამოწეული ანთებითი ქობით. ჩვეულებრივ ვიტილიგოს ლაქა თანდათან ფართოვდება, ერთმანეთს ერწყმის და წარმოქმნის მოზრდილ კერებს, რომლებიც შეიძლება ლოკალიზებული იყოს კანის საფარველის ნებისმიერ უბანზე (ხშირად სიმეტრიულად მტევნების დორზალურ ზედაპირებზე, მაჯების, წინამხრების, სახის, ყელის, სასქესო ორგანოების არეებში). შესაძლებელია თითქმის მთლიანი კანის უნივერსალური დაზიანება, ცალმხრივი დაზიანება.

დაზიანების კერებში თმა ხშირად კარგავს ფერს, სუსტდება ოფლისა და ცხიმის გამოყოფა, სახსრის მამოძრავებელი და კუნთ-მყესოვანი რეფლექსები. ვიტილიგოს სახესხვაობას აკუთვნებენ სეტონის ნევუსს – პიგმენტურ ნევუსს, რომელსაც გარს ერტყმის სხვადასხვა ზომისა და გარშემოწერილობის დეპიგმენტური კანი და არ აქვს ვიტილიგოსათვის დამახასიათებელი ჰიპერპიგმენტაცია პერიფერიაზე.

თუ ექვემდებარება მკურნალობას აღნიშნული დაავადება?

მ კ უ რ ნ ა ლ ო ბ ა ჩვეულებრივ ნაკლებეფექტურია. გამოიყენება ფოტომასენსიბილიზებელი პრეპარატები (ბეროქსანი, ამიფურინი, ფსორალენი, ფსობერანი და სხვ.) შიგნით მისაღებად, აგრეთვე ადგილობრივად იგივე პრეპარატები შემდეგ ულტრაიისფერი დასხივებით; პუვა-თერაპია; ზოგადი და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდული თერაპია კანშიდა ინიექციით, კრემის აპლიკაცია დიმექსიდითა და ჰორმონებით); შიგნით მისაღებად ინიშნება ვიტამინები (A,B-ჯგუფის, PP). ქლორეთილით მოყინვა შემდეგი ულტრაიისფერი დასხივებით; ლაზეროთერაპია.

საქართველოში რამდენად ხშირად გვხვდებიან ამ დაავადების მატარებელი ადამიანები, თუ აქვთ მათ შესაძლებლობა, ჩაიტარონ მკურნალობის სრული კურსი?

სტატისტიკური მონაცემები ამ დაავადების შესახებ საქართველოში არ არსებობს, თუმცა დერმატოლოგიურ პრაქტიკაში იგი საკმაოდ ხშირად გვხვდება. ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები მეტნაკლებად ეფექტურია, უმეტესობა საქართველოში შესაძლებელია ჩატარდეს. შედეგი ინდივიდუალურია.

რა რჩევებს მისცემთ პაციენტებს?

კანის იმ უბანს, რომელიც მელანინს არ შეიცავს, არ აქვს უნარი, დაიცვას ორგანიზმი მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისაგან. ამიტომ კანის ეს უბანი დაცული უნდა იყოს მზის პირდაპირი ზემოქმედებისაგან ან დამცავი კრემებით SPF-ის (Sun protection factor) მაღალი ნომრით, ან, უმჯობესია, ტანსაცმლის საფარველით. ვიტილიგოს დროს არაიშვიათად ვითარდება მზისმიერი დერმატიტები.

კოსმეტიკური მიზნით გამოიყენება გარეგანი დეკორატიული კოსმეტიკური საღებავები.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

258 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.