მთავარი » ქრისტიანობა

ვისაც სიწმინდეების მოლოცვა სურს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.06.2010 4 კომენტარი | 4,142 ნახვა

მომლოცველობა

წმ. მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესიასთან მამა დავითის (დათუაშვილი) კურთხევით და ძალისხმევით სამომლოცველო ჯგუფი ჩამოყალიბდა. მამა დავითის მიზანია, მართლმადიდებელი მრევლი ქართულ სიწმინდეებს ეზიაროს, რაც ხელს შეუწყობს მათი სულიერების ამაღლებასა და რწმენაში განმტკიცებას. ტურებში მონაწილეობა ყველა მართლმადიდებელ ადამიანს შეუძლია.

სიწმინდეების მოლოცვის მნიშვნელობაზე, სამომლოცველო ჯგუფის მიზნებსა და პირობებზე გვესაუბრება, ჯგუფის ხელმძღვანელი, ქეთევან რუსია.

ქეთევან რუსია (სამომლოცველო ჯგუფის ხელმძღვანელი): “უძველესი დროიდან მოგზაურობის (ტურიზმის) განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მომლოცველობას. მომლოცველები, რომელთა მიზანიც თავიანთი რელიგიის გავრცელება იყო, იმ დროისთვის რთულ და ხანგრძლივ მოგზაურობებში მიემგზავრებოდნენ. დღეს მომლოცველობა რელიგიური ტურიზმის საფუძველს წარმოადგენს და უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში.

საქართველო უძველესი ისტორიული ქვეყანაა, რომელიც მდიდარია მართლმადიდებლური ძეგლებით და სიწმინდეებით. ჩვენი ჯგუფი საშუალებას აძლევს მრევლს, მათი სურვილისდა მიხედვით, მინიმალურ ხარჯებში მოილოცონ და საკუთარი თვალით იხილონ ყველა ის წმინდა ადგილი, რომელიც ყოველთვის საქართველოს მრავალსაუკუნოვანო ისტორიის განუყოფელი ნაწილი იყო.

მომლოცველ ტურებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენგანის სულიერებისთვის. მრევლს საშუალება ეძლევა ეზიაროს, როგორც მართლმადიდებლურ სიწმინდეებს და უკეთ გაეცნოს ქვეყნის ისტორიას, ასევე, იმ კუთხის ადათ-წესებს, სადაც მოუწევთ ტურისტული მარშუტით წასვლა და დაბინავება. ეს კი თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს განსაკუთრებით არასრულწლოვნებზე, რომ ჭეშმარიტ მართლმადიდებელ და ქვეყნის პატრიოტ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ.

რას თავაზობს ახლად ჩამოყალიბებული მომლოცველთა ჯგუფი მომლოცველებს?

თითოეული ტაძრის მოლოცვისას, მრევლს საშუალება ექნება, მომზადებული გიდებისაგან სათანადო ინფორმაცია მიიღოს.

ჩვენ მიერ მოკლედ აღწერილი მგზავრობის ღირებულება ინდივიდუალურად, გაცილებთ ძვირი დაუჯდება ყველა მსურველს, ვიდრე ჩვენ მიერ შეთავაზებული მომსახურება, რადგან გასვლები იქნება ჯგუფური. შესაბამისად, მომლოცველი ზედმეტად საფიქრალს თავიდან აიცილებს და ძირითადი აქცენტი სიწმინდის მოლოცვაზე იქნება გადატანილი. თითოეული მოსალოცი ტურის ღირებულება იქნება მინიმალური, რაც აუცილებელი იქნება ორგანიზაციის ფუნქციონირებისთვის, ტრანსპორტის და მომსახურე პერსონალის ხარჯების დასაფარად და ასევე, კვლავწარმოების პროცესისათვის.

ამასთან, ჩვენ მიერ მოძიებულია და მოკვლეულია ყველა ტურნეს მარშუტი, ღამის გასათევი კომფორტული მოსასვენებელი ადგილები.გვყავს ტრანსპორტი, რომელიც გამართულია ტექნიკური თვალსაზრისით. გვაქვს ჩვენი სამზარეულო, სადაც ჰიგიენური წესების დაცვით მუშაობს გამოცდილი მზარეული. გათვალისწინებულია სამარხვო საკვებიც. ასევე გვაქვს სპეციალური მოწყობილობები (მაყალი, შამფური), რომელიც გვაძლევს საშუალებას ბუნებრივ პირობებშიც მოვამზადოთ საკვები. ექსკურსია მძღოლების, გამყოლების საშუალებით ტური ხდება უფრო ეფექტური და საინტერესო. გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული სამომლოცველო ტური არ შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოში არსებული ეკლესია-მონასტრებით.

რა პერიოდულობით ეწყობა სამომლოცველო ტურები?

გასვლები კვირაში ერთხელ იქნება. უკვე მოვილოცეთ გრემი, ნეკრესი, ნინოწმინდის მონასტერი, ლომისობის დღესასწაულს დავესწარით მთიულეთში, მლეთაში ლომისას წმ. გიორგის ტაძარში. 6 ივნისს ვგეგმავთ, მოვილოცოთ ასურელი მამის, ანტონ მარტყოფელის საფლავი, ღვთაების მონასტერი.

ცოტა მოგვიანებით, ივნისის ბოლოს კი ვაპირებთ ტაო-კლარჯეთის მოლოცვას. ტაო-კლარჯეთი ყოველთვის საქართველოს ნაწილს წარმოადგენდა, მას უდიდესი როლი უჭირავს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.ყველა ქართველისათვის მნიშვნელოვანია მოილოცოს ის ხუროთმოძღვრული ძეგლები, რასაც ხანძთა, ოპიზა, შატბერდი, ოშკი, ხახული, ბანა და არტანუჯის ციხე წარმოადგენს. დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ, მიმართონ წმ. მთავარანგელოზთა სახელობის მშენებარე ეკლესიას.

სამომლოცველო ჯგუფის ჩამოყალიბების წარმატების საწინდარს მართლმადიდებლური მრევლის სიმრავლე იძლევა, რომელთაც აქვთ სურვილი, ეზიარონ ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნავ სიწმინდეებს, მოილოცონ ის მართლმადიდებლური ტაძრები, რომელთაც ყოველი ქართველისთვის განსაკუთრებული, ცხოველმყოფელი ძალა აქვს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი