მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

ვირტუალურ სამყაროში გადაშვებული უწიგნური თაობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.07.2009 5 კომენტარი | 6,247 ნახვა

პრობლემა, რომელიც ბუმერანგივით გვიბრუნდება

სულ რაღაც 5-6 წლის წინაც კი მოზარდები ერთმანეთისთვის საუკეთესო საჩუქრად კარგ წიგნს მიიჩნევდნენ. მშობლები, თავის მხრივ, ცდილობდნენ საბავშო ბიბლიოთეკა გაემდიდრებინათ და საკუთარი შვილისთვის კიდევ უფრო შეეყვარებინათ კითხვა.

უწიგნური თაობარა ხდება დღეს? ახლა აღარც წიგნია საუკეთესო საჩუქარი და არც მშობლები იღწვიან შვილების წიგნიერი განათლებისათვის, ის კი არადა, ბევრმა სულაც არ იცის, რომ არსებობდნენ: ალექსანდრე დიუმა, მაინ რიდი, თეოდორ დრაიზერი, სერვანტესი, ჯონატან სვიფტი, შტეფან ცვაიგი, ლევ ტოლსტოი, ანტონ ჩეხოვი და კიდევ სხვები, რომელთა შემოქმედებაზე თაობები აღიზარდნენ. წარმოიდგინეთ, რომ დღევანდელი მოზარდი დიდი ქართველი მწერლების შემოქმედებასაც იმდენად იცნობს, რამდენადაც სკოლაში გაეცნობა, ანუ სავალდებულო სასკოლო პროგრამის ფარგლებში.

სამაგიეროდ დღეს ბავშვმა შეიყვარა კომპიუტერი და შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე გადაეშვა ამ ვირტუალურ სამყაროში. ბევრი მოზარდი ამბობს, რომ მისთვის საჭირო ცოდნას კომპიუტერიდანაც იღებს. რა ცოდნით იარაღდება ჩვენი მომავალი თაობა და რა განათლებით მიდის უმაღლეს სასწავლებელში? “ამბიონმა” მცირე გამოკითხვა ჩაატარა.

სოფიკო ჯაფარიძე (სკოლის მოსწავლე, 17 წლის): “წიგნების კითხვა ამ ბოლო დროს შემიყვარდა, კომპიუტერთან ბევრი დრო დავკარგე. მომზადება იმ საგნებში მიწევს, რომლებსაც დიდ ყურადღებას დაბალ კლასებში არ ვაქცევდი”.

თომა მიქაუტაძე (სკოლის მოსწავლე, 15 წლის): “წიგნების კითხვა ნაკლებად მიყვარს, დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან ვატარებ. ინტერნეტს უფრო მეტად გართობის მიზნით ვიყენებ, საგანმანათლებლო საიტებს იშვიათად ვსტუმრობ”.

ნელიკო ფანცულაია (სკოლის მოსწავლე, 16 წლის): “წიგნით განათლებას იღებ, ეცნობი სხვა სამყაროს. მე და ჩემს მეგობრებსა ხშირად გვაქვს შეხება და ერთმანეთშიც ვცვლით წიგნებს. მაგრამ ვაღიარებ, თუ კომპიუტერს ერთხელ მივეჯაჭვე, ვეღარ ვცილდები. ვფიქრობ, კომპიუტერში შეგიძლია მეტი ინფორმაცია ამოკრიბო უფრო სწრაფად და უფრო დაწვრილებით, თან არ მოგიწევს ზედმეტი დროის ხარჯვა ბიბლიოთეკაში ქექვით. თუ დრო გაქვს, რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკაც საინტერესოა”.

ზაზა გრიგალაშვილი (189-ე საჯარო სკოლის დირექტორი): “სკოლის სახელმძღვანელოებს ინტერნეტი ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს. თუმცა, კომპიუტერით დაინტერესება ძალზედ დიდია, თამაშების და ინტერნეტის რესურსების მოძიების სახით. საჭირო წიგნის მოძიება ხშირად საკმაოდ რთულია მოსწავლისთვის და ურჩევნია, ინტერნეტში მოიძიოს. ამ კუთხით უფრო მოხერხებულია, კონკურენციას უწევს და ანაცვლებს კიდეც წიგნს ინტერნეტი. თუმცა, კარგ წიგნს ვერასდროს ვერ შეცვლის ინტერნეტის რესურსი. გრძელვადიანი პროგრამის სახით, რასაც საგნის შესწავლა ჰქვია, წიგნს ბადალი არ ჰყავს. სიღრმეში ინტერნეტით ვერაფერს გააკეთებ”.

მანანა იმნაძე (189-ე საჯარო სკოლა): “წიგნთან ერთად კომპიუტერიც აუცილებელია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. ბავშვს, რომელიც მხოლოდ კომპიუტერზე არის მიჯაჭვული, შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემებიც კი გაუჩნდეს. მგონია, წიგნს ვერასოდეს ვერაფერი შეცვლის, წიგნის სუნიც კი შეიძლება მოგენატროს”.

ცისანა დოლიძე (189-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე): “წიგნი ამშვიდებს ადამიანს, სხვა სამყაროში გადაყავს, იმდიდრებს ლექსიკას… მაგრამ ბავშვს სწრაფად მიღებული ინფორმაცია ურჩევნია. ეს ცხოვრებისეული ტემპია. ასეთი ცოდნა კი არ არის მყარი, ბავშვებს ზედაპირული ცოდნა აქვთ, ინტერნეტი სიღრმისეულ ცოდნას არ იძლევა. მე-7-ე კლასში თავისუფალ თემაში “წიგნი თუ კომპიუტერი?” არც ერთი ბავშვის აზრი არ იყო, რომ დაშორებოდა კომპიუტერს. ამ პრობლემასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია, ბავშვებს მეტი თავისუფლება აქვთ. დღეს მშობელი ყოფითი და ოჯახური პრობლემებით ისეა დაკავებული, რომ შვილის გაკონტროლებასაც ვეღარ ახერხებს – მშობლებსა და შვილებს შორის ეს ჯაჭვიც გაწყდა”.

ვახტანგ მელაძე (პროფესორი, ტექნიკური უნივერსიტეტი): “სკოლიდან მოსული ბავშვების განათლების დონე ძალიან დაბალია. ეტყობათ, საპროგრამო მასალასთან ერთად მხატვრულ ლიტერატურას საერთოდ არ კითხულობენ. ეროვნულმა გამოცდებმაც უკან დაწია განათლების დონე, ბავშვები იმ საგნებშიც არ არიან სათანადოდ მომზადებული, რაშიც გამოცდას აბარებენ.
დროა, სათანადო ყურადღება დაეთმოს ამ ვეებერთელა პრობლემის მოგვარებას, პირველ რიგში, განათლების სამინისტროს მხრიდან. თუ ასე გაგრძელდა კატასტროფამდე მივალთ. ყველაფერი განათლებიდან და წიგნიერებიდან მოდის. ამ ბოლო დროს ხელმძღვანელობაც მიხვდა, რომ შეცდომებია დაშვებული და მგონი ფიქრობენ მის გამოსწორებას”.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • მაია says:

    მართლაც რომ ჩამოაშორა ამ კომპიუტერმა არა მარტო ბავშვები წიგნს, მათ შორის დიდებიც რაც ძალიან სამწუხარო და საყურადღებოა მომავალი თაობებისათვის, კარგია კომპიუტერი მაგრამ წიგნი აუცილებელია, კარგი სტატიაა მომეწონა ძალიან.

  • სოფო says:

    კარგი სტატიაა, მეტად მწვავე და აქტუალური პრობლემაა,მე ვფიქრობ რომ საჭიროა პატარაობიდანვე უნდა შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა მშობლებმა. ეს უნდა დავიწყოთ ილუსტრირებული ზღაპრებით და თანდათან ასაკის მიხედვით შევურჩიოთ ლიტერატურა,გავუზიაროთ ბავშვს და მოზარდს ჩვენი აზრი წაკითხულთან დაკავშირებით,შემდეგ წაკითხული წიგნის მიხედვით გადაღებული ანიმაციური ან მხატვრული ფილმი ვაჩვენოთ და დაინტერესება თანდათან იმატებს

  • მარინა says:

    namdvilat kargi statiaa,mapatiet magram bavshvebs wignis siyvaruls is chaunergavs visac wigni uyvars da bavshvi xedavs rom mis ojaxshi wigns pativs cemen,agarc skolashi itxoven bavshvma gakvetilis garda rame waikitxos,chven pedagogebi gvtxovdnen klasgareshe literaturis wakitxvas nishansac shesabamisad imis mixedvit gviwerdnen gvqonda tu ara axali nawarmoebi wakitxuli,bavshvs pataraobidanve unda gaugvivdes wignis siyvaruli,madlobt aseti statiebistvis.

  • მარიამი says:

    სამწუხაროდ, სკოლაში ისეთი გარემოა ,რომ ბავშვებს ნამდვილად ყველაფრის სურვილს უკარგავენ.მე პირადად წიგნების კითხვა 5 კლასში( საკმაოდ სერიოზული ლიტერატურის)ქართულისა და ისტორიის მასწავლებლებმა დამაწყებინეს,შემდგომ ამ ყველაფერს განვიხილავდით და ვფიქრობ სკოლაა დამნაშე .მასწავლებელია დამნაშავე, რომ ბავშვმა საგანი არ იცის.ჩემმა ქიმიის მასწავლებელმა იმდენი შეძლო ,რომ აბსოლიტურად მინიმალური ყველამ იცოდა,დააინტერესა და შეაყვარა ქიმია ,თვითონ პედაგოგზე არაფერს ვამბობ.აი ფიზიკას კი ყავის სმის მეტი არაფერი უკეთებია.მე ისევ ვფიქრობ,რომ ეს პრობლემა სკოლის და მასწავლებლის ბრალია.უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია სამწუხაროდ.

  • maxo says:

    amat shemxedvare cuadad vxdebi. iseti gaunatlebeli taobaa da tanac sashveli arsad chans . veravin vegaravers ver cvlis,ver shvelis

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი