მთავარი » ქრისტიანობა

ვინც პატარა ბავშვის ნათლიობას დათანხმდებით…

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.05.2022 | 1,302 ნახვა

დეკანოზი თამაზ ლომიძე (ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი): ყველამ, ვინც როდესმე პატარა ბავშვის ნათლიობას დათანხმდებით, მომისმინეთ და გაითვალისწინეთ: ბავშვის ნათლობისას თქვენ, როგორც ნათლიამ უნდა თქვათ, რა გწამთ. ეს ნიშნავს, რომ ბავშვის ნათლობისას ნათლიამ უნდა თქვას “მრწამსი”. რა არის მრწამსი? მრწამსი არის ბიბლიის მოკლე შინაარსი, ლაკონურად, 12 მუხლად ჩამოყალიბებული ჩვენი სარწმუნოება.

წარმოუდგენელია და დაუშვებელია, რომ ქრისტიანმა და მითუმეტეს ნათლიამ გააზრებულად არ იცოდეს საკუთარი მრწამსი. ეს სიყალბეა და საკუთარი სარწმუნოების შეურაცხყოფა. ხდება ხოლმე, მოვლენ ნათლობისთვის, ნათლია ბევრი ჰყავთ შერჩეული, მაგრამ არც ერთმა არათუ არ იცის მრწამსი, არც კი გაუგიათ მის შესახებ და როცა მივაწოდებ ხოლმე დაწერილს, მისი წაკითხვაც კი არ შეუძლიათ უშეცდომოდ.

მშობლებიც ხომ უნდა დაფიქრდნენ: როგორ უნდა გაუწიოს მათ შვილს ასეთმა ადამიანმა ნათლიობა?! რა უნდა ასწავლოს ბავშვს რწმენის საკითხებში ასეთმა ნათლიამ, როცა ყველაზე მთავარი, სარწმუნოების მრწამსიც კი არ ესმის თვითონ.

ყველა მომავალი ნათლია უნდა გულდასმით მოემზადოს ნათლობის დღისთვის, ისწავლოს მრწამსი და მინიმუმ მრწმსის გამართული და გააზრებული წაკითხვით დაადასტუროს ბავშვის ნათლობის დროს მისი რწმენა.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი