მთავარი » ქრისტიანობა

“ვინ არის ის, ვისაც თაყვანს ვცემთ, მაგრამ არ ვიცნობთ?”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.10.2021 | 188 ნახვა

მღვდელი თეიმურაზ ქორიძე: „უცნაური (უცნობი) ღმერთის შესახებ გიამბობთ!“, – გაისმა პავლე მოციქულის ხმა არეოპაგში და მიიპყრო მსმენელთა ყურადღება.

„ვინ არის ის, ვისაც თაყვანს ვცემთ, მაგრამ არ ვიცნობთ?“ – ფიქრობდა ფრიად სწავლული, ელინურ საზოგადოებაში პატივცემული, წარჩინებული დიონისე და გულდასმით უსმენდა მოციქულ პავლეს.

მოსმენის კულტურა ხომ სწავლულობის ერთ-ერთი გამოვლინებაა…
სწავლულობისა, რომელიც უდიდეს სინათლედ აენთო წმინდა დიონისეს გონებაში, როდესაც შეიმეცნა პავლე მოციქულის სიტყვების ჭეშმარიტება. იგრძნო, რომ უნდა გაეცნო ის, ვისაც ისე სცემდა თაყვანს, რომ არ იცნობდა.

და დაიწყო მისი გაცნობა… შეუორგულებელი რწმენით მიენდო ღმერთს, შეიყვარა უფალი და მისი პირველმქადაგებელი მოციქული პავლე

-ვიცნობთ კი ჩვენ მას, ვისაც თაყვანს ვცემთ? – დავუსვათ ეს კითხვა ჩვენს თავს.

ადამიანს ვერ გაიცნობ, თუ ჯერ მისი გაცნობის ნება არ გამოხატე. შემდეგ კი მასთან ურთიერთობა არ დაიწყე… და თუ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას მოინდომებ, უნდა მიენდო მას და სწორედ მაშინ დაიბადება სიყვარული, რომელიც იქცევა უწყვეტ, ძლიერ ჯაჭვად მასთან უკუნისამდე მეგობრობისა.

ასეა ღმერთთან ურთიერთობაც… ჯერ ნება უნდა გამოხატო, რომ გინდა მისი გაცნობა. შემდეგ ნახო ადამიანი, ვინც გაგაცნობს მას. მოუსმინო, ვინც მის შესახებ მოგითხრობს. შემდეგ ურთიერთობა უნდა დაიწყო, რაც ეკლესიურ ცხოვრებასთან თანაზიარებას ნიშნავს, ეს არის ღმერთთან ურთიერთობის ყველაზე ცოცხალი სახე (ნათლობა, სინანული, ზიარება და ა.შ).
შემდეგ კი უნდა მიენდო მას, რაც გამოიხატება პიროვნულ არჩევანში: „ღმერთო, ჩემი ნება არის ის, რომ იყოს ნება შენი!“ – და ამის შემდეგ იშვება და იბადება სიყვარული, რომელიც უკუნისამდე ბედნიერს გამყოფებს.

ასე დაიწყო და განვითარდა წმინდა დიონისეს გზა წარმართული არეოპაგიდან უდიდეს მოციქულამდე და მანათობელ წმინდანამდე.

სრულად იცნობ მაშინ, როდესაც სრულად ენდობი მას.

დასასრულ, კვლავ ვკითხოთ საკუთარ თავს: „ვიცნობთ კი ღმერთს, თუ ის ჩვენთვის ის უცნობი კერპია, რომელსაც თაყვანს ვცემთ?!“

წმინდა დიონისე არეოპაგელი გეწეოდეთ!”

წყარო: საპატრიარქოს უწყებანი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი