ვიდრე მოსალოცად წავალთ
ყველა მორწმუნე ადამიანის სურვილია რელიგიური ადგილების საკუთარი თვალით ნახვა და მადლის მიღება. მორწმუნეები მიდიან წმინდა ადგილების მოსალოცად როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, ქვეყნის გარეთ.
მომლოცველები ყველაზე მეტად ცდილობენ იერუსალიმში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მოხვდნენ, სადაც ესწრებიან სასწაულს – მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას.
ასევე, კაბადოკიაში, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს წმ. ნინოს და წმ გიორგის სამშობლოა, კაბადოკიაში მოღვაწეობდნენ გრიგოლ ღვთისმეტყველი, ბასილ კესარიელი და სხვა ღვაწლმოსილი მამები:
ტაო-კლარჯეთში, სადაც მეცხრე საუკუნეში სამონასტრო ცხოვრების მეთაური გახდა გრიგოლ ხანძთელი. მან ააშენა ხუთი მონასტერი, სამი მამათა და ორი დედათა. შემდგომში ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული და სამონასტრო ცხოვრების ნიადაგზე აღმოცენდა ახალი ცენტრი ათონის ივერთა მონასტრის სახით;
იტალიაში, სადაც იტალიის ქალაქ ბარში წმ. ნიკოლოზის წმინდა ნაწილებია დასვენებული.
სიწმინდეების მოლოცვა საქართველოს ტერიტორიაზეცაა შესაძლებელი: მაგალითად, ბოდბეში წმ. ნინოს მონასტერი, მცხეთაში, სადაც სვეტიცხოველია, გაბრიელ ბერის საფლავია, ზემო სვანეთში, სადაც არის სეტის წმ. გიორგის ტაძარი, ლეხთაგი – ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (მე-11 საუკუნე), ლაღამი – ფერიცვალების ტაძარი, თანღილის მთავარანგელოზთა ტაძარი.
მორწმუნეთა მიერ წმინდა ადგილებისა და სალოცავების მონახულება, მომლოცველობა თანამედროვე კულტურული ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
წმინდა ადგილებში წასასვლელად ტურისტულ სააგენტოებს მიმართავენ.
ციცი ჭანტურია (ტურისტული სააგენტო “ენტურის” გაყიდვების მენეჯერი): “სერიოზული ჯგუფური გასვლა ხდება საეკლესიო დღესასწაულების დროს: აღდგომას, გიორგობას, შობას. ძირითადი ტურები წმ. ადგილების მოსალოცად გვაქვს იერუსალიმში, ეს არის ერთკვირიანი ტური. ჯგუფი ესწრება ცეცხლის გადმოსვლას და ბრუნდება საქართველოში, ზოგი კი აგრძელებს ბრწყინვალე შვიდეულში იქ ყოფნას”.
ხათუნა ვასაძე (მომლოცველი): “ორი წელია ტურისტული სააგენტოს დახმარებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მივდივარ იერუსალიმში, ჯგუფურად მივდივართ და თბილისში პირველად ჩამოგვაქვს ცეცხლი. სანამ წავალ მამაოსგან ვიღებ კუთხევას, ვეზიარები, მაგრამ არიან ჯგუფში ისეთი ადამიანები, რომლებიც პირველად მოდიან, იქ აბარებენ აღსარებას და იქ ეზიარებიან”.
ტურისტული სააგენტო “ივერია ტურიც” გვთავაზობს წმ. ადგილების მონახულებას, რომელიც მომლოცველს სხვადასხვა დოკუმენტაციასთან ერთად მოძღვრის რეკომენდაციას ითხოვს. ანუ, რამდენად მზადაა სულიერად მომლოცველი სხვადასხვა სიწმინდეების მოსალოცად.
“ივერია ტური” გიდის მომსახურებასაც გვთავაზობს, რომელსაც აუცილებლად საეკლესიო განათლება აქვს მიღებული.
სანამ წასვლას დავაპირებთ, დავფიქრდეთ, რამდენად მზად ვართ სიწმინდეების მოსალოცად და აუცილებლად საკუთარ მოძღვარს მივმართოთ.
ლიკა ალადაშვილი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
kargia zalian molocva cminda adgilebis, da gmertma yvelas misces amis sulieri da materialuri sashualeba rom girsni gavxdet madlis
marto dgesaswaulebze dadixart? tu nebismier dros sheidzlea wasvla? da es ert kviriani turshi ramdenia gadasaxdeli