ვგრძნობ, რომ რაღაც ძალა მეხმარებაამბიონი ვგრძნობ, რომ რაღაც ძალა მეხმარება
მთავარი » კულტურა

ვგრძნობ, რომ რაღაც ძალა მეხმარება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.05.2010 3 კომენტარი | 2,000 ნახვა

დავით რობაქიძენიჭიერის ერთ-ერთი ფინალისტი, რომელმაც მაყურებელს თავი არაჩვეულებრივი სანახაობით (ფოკუსებით) დაამახსოვრა, სასიამოვნო, უშუალო და მეგობრული რესპოდენტი აღმოჩნდა.

რა მისცა მას პროექტმა “ნიჭიერმა”, რა სამომავლო გეგმები აქვს და რა ადგილი უკავია მის ცხოვრებაში ეკლესიას, ამ თემებთან დაკავშირებით, ამბიონი “ნიჭიერის” ფინალისტს, დავით რობაქიძეს ესაუბრა:

– რამ გამოიწვია თქვენი “ფოკუსებით” დაინტერესება და რამდენი წელია, ამ საქმით ხართ დაკავებული?

– “ფოკუსებით” 2001 წლის ბოლოს დავინტერესდი. ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, რამდენიმე ფოკუსი ახსნეს. მეც ავითვისე და ამას შემდეგ ინტერესი მოჰყვა. შემიძლია და გამომდის. ამიტომ წინ წასვლა მომინდა. მეგობრებისგან, ახლობლებისგან და ნათესავებისგან, ბევრი “ფოკუსი” ვისწავლე. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ვინც მასწავლა, იგივე “ფოკუსით” “მომიტყუებია” და გამიოცებია.

დათო ბანაკში

სამი-ოთხი წლის უკან, პატრიოტთა ბანაკი იყო, სადაც პირველად გამოვედი სცენაზე. მარტივი ფოკუსები ვაჩვენე და იმდენად მოულოდნელი იყო ყველასათვის, რომ უნდოდათ ეს ფოკუსები, კიდევ მეჩვენებინა მათთვის. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ამ საქმისთვის მომეკიდა ხელი.

– რატომ გადაწყვიტეთ “ნიჭიერში” მონაწილეობა?

– რეალურად სერიოზული პროექტია და ყოველთვის მინდოდა, ასეთ გადაცემაში მიმეღო მონაწილეობა. ვფიქრობდი, ვცდი, იქნებ გამომივიდეს და სცენაზე კარგი სანახაობა იყოს. მე, როცა ვიცი ფოკუსის საიდუმლო, ვერ ვაფასებ. მითუმეტეს ჩემს შესრულებას. მინდოდა უცნობ თვლას ენახა და გაეგოთ, რა შემიძლია.

გამიმართლა, მოეწონა ჟიურის ჩემი გამოსვლა. ქასთინგზეც და ნახევარფინალშიც, ძალიან ვინერვიულე. არ ველოდი ფინალში გასვლას. ჟიურის რჩეული რომ გავხდი, ძალიან გამეხარდა.

http://www.myvideo.ge/?video_id=769460

– რა მოგცა პროექტმა “ნიჭიერი”?

“ნიჭიერმა” პირველ რიგში უდიდესი გამოცდილება და საკუთარის თავის რწმენა მომცა. ამ ეტაპზე, 100%-ით ვიცი, რომ მე თუ ამ საქმეს გავყევი, აუცილებლად მივაღწევ წარმატებას. მითუმეტეს რუსთავი 2 ძალიან დიდ მხარდაჭერას მაძლევს.

“ეკივოკიში”, “ვა-ბანკში” და “პროფილში” ვარ დაპატიჟებული. ალბათ, ვის უნდა 20 000-ში და ვანოს შოუშიც მიმიწვევენ. იმედი მაქვს.

– რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

– სამომავლოდ არ შევაჩერებ წინსვლას. სულ ახალი იდეები მაქვს.

“ფოკუსები” სცენის გარეთ. უფრო გრანდიოზული და მაშტაბური. შეიძლება იუმორის დონემ დაიკლოს, მაგრამ გახდეს სანახაობრივი. ჯერ იდეის დონეზეა, უახლოეს მომავალში არ იქნება, მაგრამ გეგმაში არის.

დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას “ილუზიონისტების” საერთაშორისო კონკურსზე, რომ ფარგლებს გარეთაც გავიტანოთ ეს ხელოვნება.

მეჯიქ მენიჩემი პროდიუსერები, გიორგი ხაბურძანია და დადუ ლომინაძეა, მათ გამხადეს “ვარსკვლავი”, ისინი იტოვებენ უფლებას ჩემს თავზე და მათ გარეშე ცოტა შეზღუდული ვარ, ბევრით არა.

– მოდი ახლა გადავიდეთ რელიგიურ თემაზე, ეკლესია და ფოკუსები, რამდენად კავშირშია ერთმანეთთან, ცხოვრობ თუ არა ეკლესიურად და გყავს თუ არა სულიერი მოძღვარი?

– ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიაში 3-4 წელია მყავს სულიერი მოძღვარი. მის რჩევა-დარიგებებს აუცილებლად ვითვალისწინებ. თუმცა, ბოლო პერიოდში ცოტა გავზარმაცდი. მაგრამ ვცდილობ შევინახო მარხვა და დოლა-საღამოს ლოცვებსაც ვკიტხულობ. უფლის წყალობით, მამაოსგან მაქვს კურთხევა, რომ გავაკეთო ფოკუსები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ბოროტად არ უნდა გამოვიყენო. მხოლოდ სანახაობრივი კუთხით უნდა ვაჩვენო. მალე ჩავჯდები კალაპოტში და ეკლესიას დავუბრუნდები. მამაო სულ მახსოვს, რომ მივიდე მასთან, თუმცა ვერ ვახერხებ.

ღმერთის წყალობით არის ჩემს ცხოვრებაში ყოველივე. ვგრძნობ, რომ რაღაც ძალა მეხმარება.

ფინალის დღეს შემხვდა მამაო, დამლოცა და მითხრა: შენ უკვე გამარჯვებული ხარო. ეს შეხვედრა შემთხვევითი იყო, რამაც ძალიან გამახარა. რეალურად თორმეტ საუკეთესო მონაწილეს შორის ვიყავი. ეს უკვე გამარჯვებაა. როდესაც ქუჩაში გადიხარ და ყოველი მეორე გცნობს, ეს უკვე დიდი წარმატებაა და ხალხის ყურადღებაც სასიამოვნოა. მაგრამ ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა და მთავარია, არ დავივიწყოთ.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი