მთავარი » კულტურა

“ვეფხისტყაოსნის” ხელით გადაწერის აქცია თელავში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.10.2016 ერთი კომენტარი | 2,202 ნახვა

თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლების ინიციატივით, “ვეფხისტყაოსნის” ხელით გადაწერის აქცია დაიწყო. აქციის ორგანიზატორების თქმით, მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შოთა რუსთაველის პოემის გადაწერა წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ქეთი ნარეკლიშვილი (თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ორგანიზატორი): “მოგახსენებთ, რომ 2016 წელი UNESCO- მ მსოფლიოში მე-12 საუკუნის პოეტისა და მოაზროვნის შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. თელავის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლებს სურვილი გაგვიჩნდა მსოფლიო მოვლენის აღნიშვნაში მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა.

ეს პროექტი ხორციელდება ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითისა და ქალაქ თელავის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით.

“ვეფხისტყაოსნის” გადაწერაც დაიწყო ალავერდიდან, მეუფე დავითის მხრიდან დაინტერესება დიდია, პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვფიქრობთ, რომ მოვიცავთ მთელს ქალაქს.

ჩვენ საჯარო სკოლებსა და ორგანიზაციებში ადგილზე მივიტანთ “ვეფხისტყაოსანს”, დავტოვებთ 2-3 დღის განმავლობაში და თავისუფალი დროის შემთხვევაში, შეძლებენ გადაწერას.

“ვეფხისტყაოსნის” გადაწერა ხდებოდა საუკუნეების მანძილზე. ამ პროცესით ვაცოცხლებთ უძველეს პროფესიას და თითოეული გადამწერი თავის წვლილს შეიტანს პოემის ხელახლა გაცოცხლებაში.

გადამწერისთვის არ არის განსაზღვრული სტროფების რაოდენობა, სავალდებულოა გადაწერილი სტროფების ქვეშ მიუთითონ საკუთარი სახელი და გვარი.”

აქციის ორგანიზატორების თქმით, ხელნაწერი განთავსდება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის არქივში და იგეგმება მისი წიგნად გამოცემა.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • Liana Sutinen, Mrelashvili says:

    MOGESALMEBIT STOCKHOLMIDAN!

    SAUKESO IKNEBODA ROM KARTVELI EMIGRANTEBITS CHAVRTULIKAVIT AM UAGRESAD SANUKVAR TSAMOTSKEBASI. CHVEN KOVELMA KARTVELMA UNDA DAVITSVAT DA PATIVI MIVAGOT KARTULI ENIS SAGANDZURS!

    GULIT MOVUTSODEB KVELA EMIGRANTS ROM CHVENI SIAMAKE, KARTULI ENASI GAMOHATULI SAMKAROS SIBRDZNE DAAPASOS DA SHEUERTDES TKVENS STAMOTSKEBAS.

    GTHOVT GAMIZIAROT TKVENI AZRI DA MHARDACHERA.
    DAMIHMARET TU RAMESI GAMOGADGEBIT.

    PATIVITSEMIT

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი