მთავარი » ქართული მეტყველების კულტურა

ვდგევარ თუ ვდგავარ? ვგევარ თუ ვგავარ? ვყევარ თუ ვყავარ?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.11.2016 | 4,071 ნახვა

ვდგევარ-ვდგავარ ქართულში გვაქვს ერთი წყება მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნებისა, რომელნიც ახლანდელი დროის პირველი და მეორე პირის ფორმებში ირთავენ ვარ, ხარ მეშველ ზმნებს. გვაქვს: ვდგავარ, დგახარ; ვყავარ, გყავარ, მყავხარ, ჰყავხარ; ვგავარ, გგავარ, მგავხარ, ჰგავხარ. მესამე პირში კი მარტივი ფორმები გვაქვს: დგას, ჰყავს, ჰგავს; მრავლობითში: დგანან, ჰყვანან, ჰგვანან.

როგორც ვხედავთ, ჩამოთვლილ ზმნებს ფუძეში ა ხმოვანი აქვთ სამსავე პირში და აქ ყველაფერი ნათელია: ამ ფორმების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, სიჭრელეს ქმნის სწორედ რთული შედგენილობის ვარ/ხარ მეშველზმნიანი პირველი და მეორე პირის ფორმები: ზემოაღნიშნულ სწორ ფორმათა გვერდით აქა-იქ ვაწყდებით ფუძეში ხმოვანშეცვლილ უმართებულო ფორმებს: ვდგევარ, დგეხარ; ვყევარ, ჰყევხარ; ვგევარ, ჰგევხარ…

ისმის კითხვა: საიდან მივიღეთ ეს უმართებულო ფორმები?

საქმე ისაა, რომ მდგომარეობის აღმნიშვნელ ზმნათაგან, გარდა ფუძეში -ხმოვნიანი ზმნებისა, გვაქვს ორიოდ -ხმოვნიანი ზმნაც: წევს, დევს, ძევს. მათ შორის პირველი და მეორე პირის ფორმები მხოლოდ წევს ზმნას აქვს: ვწევარ, წევხარ. სამივე პირის ფორმა კანონიერია, მაგრამ, ჩანს, სწორედ მათი ანალოგიით მივიღეთ ზემოჩამოთვლილი ზმნების უმართებულო ხმოვანშეცვლილი ფორმები.

როგორ უნდა გავარჩიოთ სწორი ფორმები არასწორისაგან?

გარჩევა სულ მარტივად შეგვიძლია – მესამე პირის ფორმის ხმოვნის მიხედვით, კერძოდ: თუ მესამე პირის ფორმაში ხმოვანი გვაქვს, პირველ-მეორე პირშიც გვექნება;
თუკი მესამე პირის ფორმაში ხმოვანი გვაქვს, პირველ-მეორე პირშიც ა გვექნება.

მაშასადამე, პირველი და მეორე პირის სწორი ფორმებია:

დგას – ვდგავარ, დგახარ; ვუდგავარ, მიდგახარ…
ჰყავს – ვყავარ, გყავარ, მყავხარ, ჰყავხარ;
ჰგავს – ვგავარ, გგავარ, მგავხარ, ჰგავხარ.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ

წყარო

აფრიდონიძე, შუქია. ჩვენი ენა ქართული. თბილისი: ბაკურ სულაკაური გამომცემლობა, 2009.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.