ვაშლის კრეფა
კრეფა უნდა ჩატარდეს მხოლოდ მშრალ ამინდში, წვიმიანი ამინდის შემდეგ კრეფა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაყოფზე წვეთები აღარ იქნება. თუ ხილი დანამულია, კრეფა უნდა გადაიდოს 1-2 საათით, ნამის შეშრობამდე.

კრეფის დროს ხის ვარჯი პირველ და მეორე იარუსებად ნაწილდება; ნაყოფი იკრიფება ჯერ ქვედა იარუსის, შემდეგ კი – ზედა იარუსის ტოტებზე.
ვაშლის კრეფა ხორციელდება შემდეგნაირად: ნაყოფი ხელისგულში თავსდება, შემდეგ ნაყოფის ყუნწში ზევით და გვერდზე გადაწევის გზით ხდება ნაყოფის კრეფა. ამ დროს აუცილებელია ხილის ყუნწის შენარჩუნება. დაუშვებელია ნაყოფის ტოტიდან ქვევით ჩამოგლეჯა.
კრეფის დროს თავიდან უნდა იყოს აცილებული ნაყოფის ერთმანეთთან მიხეთქება და დაჟეჟვა. აღსანიშნავია, რომ ხილის კანის დაუზიანებლობა და მისი დაუჟეჟავი ზედაპირი განაპირობებს შენახვის გახანგრძლივებას.
კრეფის დროს ყურადღება უნდა მიექცეს, რომ სანაყოფე ტოტები არ დაზიანდეს და არ დაიმტვრეს. ზაფხულის ზოგიერთი ჯიში მწიფდება სხვადასხვა დროს, ამიტომ ორ-სამ ვადაში კრეფას მოითხოვს.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.