ვაშლის ჯიში – ბრაბერნი (Braeburn)

ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები:
ზრდა და მსხმოიარობა – ჯიში ხასიათდება კვირტების და ყლორტების განვითარების საშუალო უნარით. ძირითადად მსხმოიარობს 1-3 წლიან სანაყოფე ტოტებზე (მეჭეჭი, შუბი, წკეპლა) და მიეკუთვნება ვაშლის მსხმოარობის მე-3 ჯგუფს. ჯიშისთვის დამახასიათებელია გრძელი სავეგეტაციო პერიოდი. იგი ადრე შედის მსხმოარეობაში – მოსავლის მოცემას იწყებს დარგვიდან მეორე წელს. კვლევის მიხედვით დადგენილია, რომ საშუალო მოსავალი შეადგენს 15,2-19.0 კგ/ხე (1 ჰა-ზე, 3000 ხეზე გადანგარიშებით , 46-57ტ). მაღალი მსხმოარეობა იწვევს მცენარის გადატვირთვას და ჯიში მიდრეკილია პერიოდული მსხმოარობისკენ. გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით საჭიროებს დანორმებას.
დამტვერვა – ჯიში საშუალო პერიოდის მოყვავილეა . აპრილის პირველ -მეორე დეკადა. ყვავილობის ხანგრძლივობა 9-11 დღეა.
გამძელობა მავნებელ-დაავადებების მიმართ – ჯიშის გამძელობა ვაშლის ძირითადი სოკოვანი დაავადებების მიმართ არის საშუალო, მნიშვნელოვნად ზიანდება ბუგრებით.
სიმწიფის პერიოდი და შენახვის თავისებურებები- გამორჩეული საგემოვნო თვისებების მქონე საშემოდგომო-ზამთრის სიმწიფის პერიოდის ჯიშია. ნაყოფი იკრიფება ოქტომბრის პირველ დეკადაში. სამომხმარებლო სიმწიფე დგება ნოემბერ-დეკემბერში სამაცივრო პირობებში (0-1°C) ნორმალურად ინახება 4-6 თვის განმავლობაში. შენახვის პერიოდში ხასიათდება რბილობის გამუქებისკენ მიდრეკილებით.
ჯიშის დადებითი თვისებები – უხვი, რეგულარული მსხმოიარობა (დამწიფების შემდეგ ნაყოფი ხიდან არ ცვივა). ნაყოფის მაღალი ტრანსპორტაბელობა.
ჯიშის უარყოფითი თვისებები – ნაყოფების არაერთდროული სიმწიფე, ამიტომ სჭიროებს ორ ვადაში კრეფას. მავნებელ-დაავადებების მიმართ ნაკლებ რეზისტენტული.
ზოგადი შეფასება – საუკეთესო საგემოვნო და სასაქონლო მახასიათებლების გამო რეკომენდირებულია შეზღუდულად გავრცელებისთვის მეხილეობის ზონებში.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.