მთავარი » კულტურა

ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.03.2017 | 1,614 ნახვა

ვარძია ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში 2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის შედეგად ჭვარტლის ფენით დაიფარა XII საუკუნის კედლის მხატვრობა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო გახდა ტაძარში ჩატარებულიყო კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები. ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოების მეორე ეტაპია დაწყებული.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფმა (პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი-ნანა კუპრაშვილი,კედლის მხატვრობის კონსერვატორი- ამარილ რავა, კედლის მხატვრობის რესტავრატორ-კონსერვატორები:სალომე ახალაშვილი, ალექსანდრე თოდუა, ელენე თორღვაიძე, ელენე ონაშვილი, ნუცა პაპიაშვილი, ალექსანდრე რუბაშვილი, გვანცა (ტასო) ფოცხიშვილი, საბა ციკოლია, ნანა ხუსკივაძე) ლონდონის კურტოს ინსტიტუტთან თანამშრომლობით ადგილზე მოხდა მდგომარეობის აღწერა-შეფასება, გაკეთდა სხვადასხვა სახის ტესტები, რის შემდეგაც შემუშავდა მეთოდოლოგია და დაიგეგმა კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები.

კედლის მხატვრობის მდგომარეობის შესწავლის ფარგლებში ტაძარში მუდმივად მიმდინარეობდა (და დღესაც გრძელდება) გარემო პირობების (ტემპერატურა და ფარდობითი ტენიანობა) აღრიცხვა, მტვრის ცირკულაციისა და მხატვრობაზე მისი ეფექტის მონიტორინგი, საფუძვლის ქვაზე არსებული დიდი ზომის ბზარების მონიტორინგი და მაკრო ორგანიზმებისგან გამოწვეული შესაძლო დაზიანებების აღმოფხვრა პრევენციული კონსერვაციის მეთოდების დახმარებით. სამუშაოს დასრულების შემდგომ გაკეთდება რეკომენდაციები პრევენციული ღონისძიებებისთვის კერძოდ ეს შეეხება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, ჰაერის გამწმენდის, ტენიანობის და ტემპერატურის დარეგულირებას, ასევე განათების მოწყობას ტაძრის ინტერიერში.

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური 07.03.2017 წელი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი