“ვარდების ბაღი”
ყოფილი “გორკის ბაღი” და ახლა უკვე “ვარდების ბაღი” თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს. 2011 წელს ბაღს რესტავრაცია ჩაუტარდა. აღდგა არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე დარბაზიც, რომელიც საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი და იქ სემინარების, კონფერენციების, სატელევიზიო შოუების, კორპორატიული საღამოების, თეატრალური და მუსიკალური ფესტივალებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარებაა შესაძლებელი.
“გორკის ბაღი” ნავთლუხში მდებარე საავიაციო ქარხნის კლუბთან ერთად ის ადგილი გახლდათ, სადაც დაწყებიდან ნახევარ საათში “აღსაკვეთად” განწირულ კონცერტებს მართავდნენ იატაკქვეშეთში მყოფი გრძელთმიანი მუსიკოსები. აქ მღეროდნენ ბითლზების სიმღერებს. ამ ბაღში, რესტორანში ასრულებდა ქართული ცეკვის ილეთებს 10 წის ილიკო სუხიშვილი, სწორედ აქედან დაიწყო დიდი მაესტროს ცეკვის ისტორია.
ფოტო: ნინო ჩალაძე
[
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
რაც ამ ფოტოებზე ვნახე ძალიან კარგია და მომწონს, მაგრამ ახლოს რომ მენახა ალბათ ბევრად უკეთესი იქნებოდა. და თუ უფალი ინებებს იქნქბ მოხდეს სასწაული ოდესმე მაინც მომეცეს ამის შესაძლებლობა.
სასიამოვნო ბაღია :) რაც მთავარია სულ პატარებითაა სავსე :)